ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზერბაიჯანი მოსკოვს აკრიტიკებს


ილჰამ ალიევი
ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ კრემლმა "არ უზრუნველყო ხელშეკრულების სრული შესრულება". ბაქო 2020 წლის სექტემბერში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებულ შეთანხმებაზე საუბრობს, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მთიანი ყარააღის მეორე ომის შემდეგ გაფორმდა.

17 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში, სამინისტრომ დასძინა, რომ მოსკოვმა „არაფერი გააკეთა" ერევნის მიერ, ყარაბაღში სეპარატისტებისთვის სამხედრო მომარაგების გაგზავნის შესაჩერებლად.

განცხადებას ერთი დღით წინ უსწრებდა ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის, ევროკავშირის შუამდგომლობით ბრიუსელში გამართული მოლაპარაკება. მოლაპარაკებები მიზნად ისახავს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დასრულებას. ეს, ბოლო ორი წლის განმავლობააში, ორ ლიდერს შორის გამართული მეექვსე შეხვედრა იყო.

შეხვედრას უმასპინძლა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მოლაპარაკებები "გულწრფელი“ და „არსებითი" იყო.

მიშელმა მხარეებს "ძალადობის და მკაცრი რიტორიკის" შეწყვეტისკენ მოუწოდა და თქვა, რომ მან ორი ლიდერი, "ზაფხულის შემდეგ, ბრიუსელში მორიგი შეხვედრისთვის“ მიიწვია.

2020 წელს, ბაქოსა და ერევანს შორის განახლებულ სამხედრო დაპირისპირებას, თითქმის 7000 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაპირისპირების შედეგად, სომხეთმა და მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა ეთნიკურმა სომხებმა, რეგიონის ნაწილსა და მიმდებარე შვიდ რაიონზე კონტროლი დაკარგა.

მოსკოვის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, რუსეთმა ადგილზე, ლაჩინის დერეფანში, სამშვიდობო ძალები განათავსა. დერეფანი, ერთადერთი სახმელეთო დამაკავშირებელია მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის.

თუმცა, გასულ კვირას, ბაქომ დერეფანი გადაკეტა, რამაც კიდევ ერთხელ განაახლა შიშები, რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისის თაობაზე.

აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მან ეს ნაბიჯი გადადგა მას შემდეგ, რაც სომხეთიდან მოძრავი წითელი ჯვრის მანქანებში "სხვადასხვა სახის კონტრაბანდა" აღმოაჩინეს. წითელი ჯვრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოთხი დაქირავებული მძღოლი, ორგანიზაციის ცოდნის გარეშე, ცდილობდა კომერციული საქონლის გადატანას მთიან ყარაბაღში საკუთარი მანქანებით, რომლებსაც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ემბლემა ჰქონდათ. ICRC-ის განცხადებით, ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

14 ივლისს მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციულ ცენტრ სტეფანაკერტში, ბლოკადის გასაპროტესტებლად, ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

XS
SM
MD
LG