ამერიკელი გენერალი მარკ მილი თვლის, რომ რუსეთის მმართველობაში "ვაგნერის" მებრძოლთა ხანმოკლე ამბოხის შემდეგ, "უთანხმოება და დაბნეულობა" იგრძნობა. თუმცა, ამ ფაქტის გავლენა უკრაინაში ფრონტის წინა ხაზებზე ჯერ გაურკვეველი რჩება.
"სტრატეგიულად, საკმაოდ გარკვევით ჩანს უთანხმოების და დაბნეულობის საგრძნობი დონე", თქვა შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარემ, ჟურნალისტთა მცირე ჯგუფთან. ისინი გენერალ მარკ მილის აზიაში მოგზაურობის დროს ახლდნენ თან.
"დიდი დრამატიზმია ძალიან მაღალ დონეებზე. რა გავლენას იქონიებს ეს საბოლოო ჯამში? ამაში ჯერ არ ვარ დარწმუნებული", ამბობს ამერიკელი მაღალჩინოსანი. გენერალ მილის თქმით, უკრაინის ფრონტებზე კიევი ახლა უფრო ბრძოლებზეა ფოკუსირებული, ვიდრე რუსეთის მთავრობის შიდა დინებებზე.
რაც შეეხება თავად პრიგოჟინს, ვაგნერის კერძო სამხედრო დაჯგუფების მეთაურს, გენერალი მილი ფიქრობს, რომ ის "წინ და უკან" [რუსეთს და ბელარუსს შორის] მოძრაობს. საბოლოო ჯამში, "არ მგონია, რომ ეს დასრულებული ამბავი იყოს. ვფიქრობ, რამდენიმე ქვეთავის სახით, გაგრძელება იქნება", აღნიშნავს ის.
Facebook Forum