ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ამბობს, რომ პრიგოჟინის საქმიანობის შესახებ გამოძიება დაიწყება


ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ ვაგნერის დაჯგუფებისა და მისი ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ, გამოძიება დაიწყება. პუტინი ამბობს, რომ პრიგოჟინმა ვაგნერის მიერ რუსეთის სასარგებლოდ ბრძოლის სანაცვლოდ გასულ წელს 1 მილიარდი დოლარი მიიღო. ასევე ერთი მილიარდით დაფინანსდა მისი სხვა კომპანიაც. გამოძიება სწორედ ამ 2 მილიარდის მიზანმიმართულ ხარჯვას შეეხება.

პრიგოჟინის მიერ სამხედრო აჯანყების დაწყებისას, პუტინი ამბობდა, რომ ეს ძალიან გავდა 1917 წელს მომხდარ ბოლშევიკურ რევოლუციას და რომ პროგოჟინის წამოწყებას ჩაახშობდა. თუმცა, რამდენიმე საათში, მან პრიგოჟინთან შეთანხმება დადო.

კრემლში, რუს ჯარისკაცებთან საუბრის დროს, პუტინმა თქვა, რომ ის ყოველთვის ძალიან დიდ პატივს სცემდა ვაგნერის მებრძოლებს და რომ ისინი მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსებოდნენ. მისივე თქმით, ვაგნერმა გასულ წელს 1 მილიარდი დოლარის დაფინანსება მიიღო, ხოლო პრიგოჟინის კომპანიამ, რომელიც საკვების მიწოდებას ახორციელებს და რუსულ არმიას საჭმლით უზრუნველყოფს, ასევე ერთ მილიარდ დოლარამდე დაფინანსება მიიღო.

"იმედი მაქვს, რომ თავიანთი საქმიანობის ფარგლებში, არავის არაფერი მოუპარავს, ან მოდით ვთქვათ, რომ ნაკლები მოიპარა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გამოვიძიებთ",- თქვა პუტინმა.

XS
SM
MD
LG