ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ჯო ბაიდენის განცხადებას "პოლიტიკურ პროვოკაციად" აფასებს


პეკინი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ბაიდენის მიერ, სი ძინპინის შესახებ გაკეთებული განცხადება აბსურდი და პროვოკაციაა. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ სი ძინპინი “დიქტატორია”.

ბაიდენის განცხადებას წინ უსწრებდა შეერთებული შტატების სახელმწიფი მდივნის ოფიციალური ვიზიტი პეკინში. ვიზიტის მიზანი ორმხრივი ურთიერთობების დასტაბილურება იყო. პეკინი აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ისტორიულად დაბალ საფეხურზეა მას შემდეგ, რაც ოფიციალური კავშირები დამყარდა.

”მიზეზი, რის გამოც სი ძინპინი ძალიან გაბრაზდა როდესაც მე ჯაშუშური აღჭურვილობით სავსე ეს ბუშტი ჩამოვაგდე, ის იყო, რომ მან არ იცოდა, რომ ის იქ იყო”, - თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა კალიფორნიაში გამართულ შეხვედრაზე.

“ეს დიდი სირცხვილია დიქტატორებისთვის, როდესაც არ იციან, რა მოხდა. ის არ უნდა ყოფილიყო იქ, სადაც იყო. მას კურსი შეეცვალა”, - დაამატა მან. ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩინეთს “რეალური ეკონომიკური პრობლემები აქვს”.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ბაიდენის განცხადებები “განსაკუთრებული აბსურდი” და “უპასუხისმგებლო” იყო.

უწყების სპიკერმა, მაო ნინგმა თქვა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის კომენტარები სერიოზულად არღვევს ფაქტებს, დიპლომატიურ პროტოკოლსა და ჩინეთის პოლიტიკურ ღირსებას.

”ეს ღია პოლიტიკური პროვოკაციაა”, - თქვა მან პრესკონფერენციაზე.

XS
SM
MD
LG