მსოფლიოში იძულებით ადგილნაცვალი ადამიანების რაოდენობა რეკორდულად მაღალია, თქვა გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელმა ფილიპო გრანდიმ, და ახლა 110 მილიონს შეადგენს. უკრაინასა და სუდანში მიმდინარე აგრესიამ მილიონობით ადამიანი ლტოლვილად აქცია. გლობალურად სტატისტიკა კი 2011 წლის შემდეგ გაორმაგდა.
ახალ ანგარიშში, რომელიც დღეს გამოიცა, ნათქვამია, რომ მარტო შარშან, ლტოლვილების რაოდენობის სარეკორდო 19 მილიონიანი ზრდა დაფიქსირდა და 108 მილიონს გადააჭარბა. მიზეზად გაერომ კონფლიქტები, დევნა, დისკრიმინაცია, ძალადობა და კლიმატის ცვლილებები დაასახელა. ფილიპო გრანდიმ ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ადგილნაცვალი ადამიანების უმეტესობა ახლა სირიაზე, უკრაინაზე და ავღანეთზე მოდის.
გაეროს მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა შეშფოთება გამოთქვა აქამდე ქვეყნების მიერ მიგრანტთა და ლტოლვილთა დაშვების მონაცემების მხრივ, თუმცა კმაყოფილება გამოთქვა გასულ კვირას, ევროკავშირის მინისტრების მიერ მათი მიღების პასუხისმგებლობის გადანაწილების გამო.