ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსოვო მზადაა ხელახალი არჩევნებისთვის სერბებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში


კოსოვოს ცენტრალურ მთავრობაში ამბობენ, რომ ღია არიან არჩევნების ხელახლა ჩატარებაზე იმ მუნიციპალიტეტში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა ეთნიკურად სერბია. ეს გადაწყვეტილება ცენტრალურ ხელისუფლებაში ამ მუნიციპალიტეტებში არეულობისა და დაპირისპირებების შემდეგ იქნა მიღებული.

ძალადობა და უკმაყოფილება სერბებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში, ადგილობრივ მთავრობაში ალბანელი მერების დანიშვნამ გამოიწვია. ადგილობრივმა სერბებმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცახდეს და შედეგად ეთნიკურად ალბანელები იქნენ თანამდებობაზე არჩეული, კენჭისყრაში სადაც აქტივობა 3,5% იყო. მერების მცდელობას შესულიყვნენ თავიანთ ოფისებში, ძალადობრივი დაპირისპირება მოჰყვა. არეულობის განსამუხტად, სიტუაციაში ნატოს სამშვიდობო ჯარების ჩაერთო.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან პრაღაში შევხედრის დროს, კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ თუ ამ რეგიონებში ძალადობა დასრულდება, მაშინ კოსოვოს მთავრობა არჩევნების თავიდან ჩატარების შესაძლებლობას განიხილავს.

"დიახ, ჩვენ ღია ვართ ამ მუნიციპალიტეტებში არჩევნების ჩატარებაზე, მაგრამ იმისთვის, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს, გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას",- თქვა მინისტრმა.

მისი თქმით, კოსოვოს ასევე სჭირდება "გარანტია სერბეთისგან, რომ ისინი აღარ დააშინებენ კოსოვოს მოქალაქე სერბებს არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით". მინისტრისვე თქმით, მოსახლეობას არ უნდა ეშინოდეს არჩევნებში მონაწილეობისა და საკუთარი აზრის დაფიქსირების.

კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. მის დამოუკიდებლობას არ აღიარებს სერბეთი და ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყანა, თუმცა ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა, ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, კოსოვოს დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყნად მიიჩნევენ.

მიუხედავად მრავალი სამშვიდობო შეთანხმებისა, ადგილზე მათი ამოქმედება ვერ ხდება. საკუთარ პოზიციებს არ თმობენ არც სერბები და არც კოსოვოელები. მეტიც, მას შემდეგ, რაც კოსოვოს გარკვეულ რეგიონებში არეულობა დაიწყო არჩევნების გამო, სერბეთმა კოსოვოს საზღვართან საკუთარი ჯარის მობილიზება დაიწყო, რასაც კოსოვო საფრთხედ მიიჩნევს.

გასულ კვირას ამ თემაზე სასაუბროდ, ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სატელეფონო შეხვედრა გამართა კოსოვოს პრემიერ-მისნიტრთან, ალბინ კურტისთან და სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან. პრეზიდენტმა ბელგრადს მოსთხოვა გაიყვანოს ჯარები საზღვრიდან და სიტუაცია მშვიდობიანად იქნას გადაჭრილი.

XS
SM
MD
LG