ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინურმა გემებმა ვიეტნამის წყლები დატოვეს


ჩინურმა კვლევითმა გემმა და მისმა ესკორტმა, რომელიც ვიეტნამის მთავრობის პროტესტის მიუხედავად, თითქმის ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა ვიეტნამის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში (EEZ), ვიეტნამის ტერიტორიული წყლები დატოვა.

ჩინური გემები ვიეტნამის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში 7 მაისს შევიდნენ და გემებზე დაკვირვების მონაცემების მიხედვით, ათეულობით გემი რეგულარულად გადაადგილდებოდა გაზისა და ნავთობის საბადოებთან ახლოს მიმდინარე წყლებში, რომლებსაც რუსული კომპანიები ამუშავებს.

გემების გადაადგილების შესახებ კითხვაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარი არ გააკეთა, თუმცა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვანგ ვენბინმა სამშაბათს განაცხადა, რომ ჩინური კვლევითი გემებისთვის ჩინეთის „იურისდიქციის ქვეშ მყოფ წყლებში კვლევითი საქმიანობის განხორციელება ლეგიტიმური და ლეგალურია".

კომენტარის თხოვნას არც ვიეტნამის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა. თუმცა, 25 მაისს, იშვიათ საჯარო საპროტესტო განცხადებაში, ჰანოიმ ჩინურ გემს და მის ესკორტს ვიეტნამის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. ეს განცხადება ვიეტნამის მთავრობამ ჰანოიში რუსი მაღალჩინოსნის, დმიტრი მედვედევის ვიზიტის შემდეგ გააკეთა.

ეს მოვლენები იმ ფონზე ვითარდება, როცა ვაშინგტონი პეკინის მოქმედებებს „მზარდ აგრესიად“ აფასებს და ამერიკულ და ჩინურ გემებსა და თვითმფრინავებს შორის დაპირისპირების ხშირი შემთხვევები ფიქსირდება.

XS
SM
MD
LG