ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კაშხლის აფეთქება რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის ბრალია, აცხადებს ლონდონი


ჯეიმს კლევერლი - ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი
ჯეიმს კლევერლი - ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი, ჯეიმს კლევერლი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ნაადრევია კახოვკის კაშხლის დანგრევის თაობაზე საუბარი. მაგრამ, ის რაც მოხდა, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ბრალია. განცხადება მან სამშაბათს, 6 ივნისს, ჯერ კიდევ უკრაინაში ვიზიტისას გააკეთა.

უკრაინაში ვიზიტის დროს, კლევერლიმ კიევს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ლონდონის ურყევი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიასთან გამკლავების საქმეში. მისი თქმით, ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების მიწოდებას.

"მოვისმინე ცნობები კაშხალზე მომხდარ აფეთქებასთან და წყალდიდობის რისკთან დაკავშირებით. ძალიან ადრეა მომხდარის დეტალებზე ნებისმიერი სახის აზრიანი შეფასების გაკეთება... თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ საერთოდ, ამის ერთადერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე არაპროვოცირებული და სრულმასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა " - უთხრა კლევერლიმ საინფორმაციო სააგენტო "როიტერს".

კომენტირებისას კლევერლიმ ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთი გააგრძლებს სიტუაციაზე "დაკვირვებას და მის შეფასებას". ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამ მომენტში "საუკეთესო რამ, რაც რუსეთს შეუძლია გააკეთოს, ესაა [უკრაინიდან] ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანა".

უკრაინის და რუსეთის ძალები კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე კაშხლის დანგრევას ერთმანეთს აბრალებენ. ინციდენტმა რეგიონში წყლის დიდი გადინება გამოიწვია და რისკი შეუქმნა ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურს, რომელიც უდიდესია ევროპის კონტინენტზე. დანგრევის შემდეგ, წყლის დონის სწრაფად აწევის გამო, უკრაინის მიმდებარე სოფლებში ევაკუაცია გამოცხადდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG