ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრიგოჟინი: „რუსული ჯარები ჩუმად გარბის, სირცხვილია!“


რუსეთის დაქირავებული ჯარისკაცების კომპანია „ვაგნერის“ ლიდერი, ევგენი პრიგოჟინის აცხადებს, რომ უკრაინულმა ძალებმა, ბახმუტის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ ბერხივკას ნაწილი აიღო.

„ახლა ბერხივკის დასახლების ნაწილი უკვე დაკარგულია, ჯარები ჩუმად გარბიან. სირცხვილია!“ - ამბობს მისივე პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ აუდიოგზავნილში პრიგოჟინი.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში ყველაზე მძიმე და სასტიკი ბრძოლის შემდეგ, პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანიამ ბახმუტზე კონტროლი გასულ თვეში აიღო და პოზიციები რუსეთის რეგულარულ ჯარს გადასცა.

უკრაინულმა ძალებმა, ქალქის ჩრდილოეთით და სამხრეთით თავდასხმა გააგრძელა, მათ შორის ბერხივკაზე. ბერხივკის აღემის შესახებ პრიგოჟინმა 24 თებერვალს განაცხადა, სოფელი ბახმუტის ჩრდილოდასავლეთით, დაახლოებით 3 კილომეტრში მდებარეობს.

პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს მოუწოდა, ჯარების შესაკრებად ფრონტზე წასულიყვნენ.

"მიდით, თქვენ ეს შეგიძლიათ! და თუ არ შეგიძლიათ, გმირებად დაიღუპებით“ - ამბობს პრიგოჟინი თავის აუდიოგზავნილში.

პრიგოჟინი, თვეების განმავლობაში, საჯაროდ უპირისპირდება, რუსეთის თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს. დაქირავებულ მებრძოლთა ლიდერი ამბობდა, რომ რუსეთის თავდაცვის უწყება, „ვაგნერის“ საკმარისი საბრძოლო მასალით არ უზრუნველყოფდა, რაც მათ რიგებში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მსხვერლის გამოწვევის მიზეზი იყო.

XS
SM
MD
LG