ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი ამბობს, რომ იარაღის კონტროლის სფეროში „ვაკუუმი“ ჩნდება


კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი
კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი

კრემლმა ორშაბათს განაცხადა, რომ შეიარაღების კონტროლის კუთხით რიგ სახელმწიფოებს შორის ცუდი ურთიერთობების შედეგად, „ვაკუუმი“ შეიქმნა. მოსკოვის თქმით, რუსეთი არ არის დამნაშავე ამ ვითარების შექმნაში.

კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი პასუხობდა კითხვას, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ შეიარაღების კონტროლის შესახებ ხელშეკრულების „დაგმობაზე“, რომელსაც ხელი ცივი ომის დასასრულს მოეწერა.

„იარაღის კონტროლის, სტრატეგიული სტაბილურობის ამ სფეროში, ახლა დიდი ვაკუუმი ჩნდება, რაც იდეალურ შეთხვევაში, სიტუაციის დასარეგულირებლად, საერთაშორისო სამართლის ახალი აქტებით უნდა შეივსოს“, - განაცხადა პესკოვმა რეგულარულ ბრიფინგზე. "ეს არის მთელი მსოფლიოს ინტერესებში. მაგრამ იმისათვის, რომ ეს მოხდეს, ჩვენ გვჭირდება ორმხრივი ურთიერთობები მთელ რიგ სახელმწიფოებთან, რომლებიც ამჟამად არ მონაწილეობენ ამაში“, - თქვა მან და დასძინა: "ეს ჩვენი ბრალი არ არის".

ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ 1990 წელს დადებული ხელშეკრულება (CFE), აწესებს შეზღუდვებს კონტინენტზე სამხედრო შეიარაღების განლაგების შესახებ. რუსეთმა ხელშეკრულებაში მონაწილეობა 2007 წელს შეაჩერა და 2015 წელს ის „სრულად დატოვა“.

ამ თვეში პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც სიმბოლურად აკრიტიკებს ხელშეკრულებას, რუსეთის პარლამენტში ამ საკითხზე დებატებისა და კენჭისყრის შემდეგ.

ამასთან, რუსეთმა ცოტა ხნის წინ შეაჩერა შეიარაღების კონტროლის რამდენიმე სხვა ხელშეკრულება დასავლეთის ქვეყნებთან, მათ შორის "ახალი სტარტის" (START) ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობას და დაიწყო ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადატანა მეზობელ ბელარუსში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG