ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევი: შესაძლოა უკრაინაში კონფლიქტი ათწლეულობით გაგრძელდეს


პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მაღალი რანგის მოკავშირემ, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა 26 მაისს განაცხადა, რომ შესაძლოა უკრაინაში კონფლიქტი ათწლეულობით გაგრძელდეს. მისი თქმით, უკრაინასთან მოლაპარაკებები შეუძლებელია, სანამ ხელისუფლებაში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ვოლოდიმირ ზელენსკია.

მედვედევმა, რომელიც დღეს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილეა, ასევე თქვა, რომ რუსეთი კიევის დღევანდელ მმართველებთან დადებულ ცეცხლის შეწყვეტის ვერანაირ შეთანხმებას ვერ ენდობა და კონფლიქტმა უბრალოდ შეიძლება ისევ იფეთქოს. ამიტომ უკრაინის ახლანდელი ხელისუფლების თვითონ ბუნება უნდა განადგურდეს.

„ჯამბაზ ზელენსკისთან“ მოლაპარაკებები შეუძლებელია - აცხადებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

მედვედევმა ასევე გამოთქვა გაფრთხილება, რომ დასავლეთი სათანადოდ არ აფასებს ბირთვული ომის რისკს, რომელიც უკრაინის გამო შეიძლება მოხდეს და თქვა, რომ თუ უკრაინა ბირთვულ იარაღს მიიღებს, რუსეთმა შესაძლოა წინმსწრები დარტყმა მიიტანოს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინაში ათასობით ბირთვული იარაღი იყო განლაგებული და ბუდაპეშტის 1994 წლის მემორანდუმის საფუძველზე ის რუსეთს გადაეცა უსაფრთხოების და სუვერენიტეტის გარანტიის სანაცვლოდ, რომლის უზრუნველყოფაც რუსეთმა, შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იკისრეს.

XS
SM
MD
LG