ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევმა ამერიკული იარაღი რუსეთში არ უნდა გამოიყენოს - გენერალი მილი


შეერთებული შტატების არმიის გენერალი მარკ მილი ამბობს, რომ აშშ უკრაინას დიდი ხანია მოუწოდებს და სთხოვს, არ გამოიყენოს ამერიკული სამხედრო ტექნიკა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების განსახორციელებლად. მილიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სხვადასხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ცნობები, რომ შესაძლოა ბელგოროდში მიმდინარე შეტაკებებში ამერიკული იარაღი ყოფილიყო გამოყენებული.

არმიის გენერალი მილი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ რუსეთის რეგიონში ბელგოროდში ამერიკული შეიარაღება გამოიყენება. „ამ წუთში ცალსახა, ზუსტ პასუხს ვერ გეტყვით,“- ამბობს გენერალი პენტაგონიდან.

ვაშინგტონმა საკითხის შესწავლა უკვე დაიწყო, განცხადება ამის შესახებ ოთხშაბათს, 24 მაისს, თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმაც გააკეთა. კირბი ამბობს, რომ ვაშინგტონი არ მიესალმება ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენაბას.

კრემლი ირწმუნება, რომ რუსეთის ტერიტორიაზე „ამბოხებულები“ ამერიკულ სამხედრო ტექნიკას იყენებენ, თუმცა როგორც კიევი, ისე ვაშინგტონი ბრალდებებს უარყოფს.

თავად რუსი მოხალისე მებრძოლები, რომლებიც ბელგოროდში რუსეთის რეგულარულ არმიას უპირისპირდებიან ამბობენ, რომ მათი მეომრები რუსეთის მოქალაქეები არიან და გადაწყვეტილებებსაც თავად იღებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG