ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი შავი ზღვის ფლოტის თავდაცვას აძლიერებს


რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის თავდაცვა გააძლიერა. ფლოტის მეთაურის განცხადებით, მიზეზი უკრაინული დრონების იერიშების საფრთხეა.

„რობოტული ზედაპირული და წყალქვეშა სისტემების თავდასხმის საფრთხის გამო, ჩვენ გავზარდეთ ფლოტის ძირითადი ბაზისა და გემების სამაგრების ტექნიკური დაცვა“ - განაცხადა გამოცემა „კრასნაია ზვეზდასთან“ (წითელი ვარსკვლავი) საუბრისას, ვიცე-ადმირალმა, ვიქტორ სოკოლოვმა.

2022 წლის თებერვალში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, სევასტოპოლზე დრონებით თავდასხმა არაერთხელ განხორციელდა.

უკრაინა ცდილობს თავიდან აირიდოს პირდაპირი პასუხისმგებლობა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე განხორციელებულ თავდასხმებზე, რომლის უკანონო ანექსია, რუსეთმა 2014 წელს განახორციელა.

გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, სოკოლოვი ამბობს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, მიმდინარე წელს ოთხ ახალ გემს მიიღებს. რუსეთის შავი ზღვის ფლაგმანი, კრეისერი „მოსკვა“, უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად, 2022 წლის აპრილში ჩაიძირა.

XS
SM
MD
LG