ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი ამბობს, რომ რეიდის შედეგად, "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა თავი აიფეთქა


თურქეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სირიაში, სამხედრო რეიდის შედეგად, ლინკვიდირებული იქნა ტერორისტული დაჯგუფება, ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" (ISIS) ლიდერი, აბუ ჰუსეინ ალ-ყურაში, რომელიც ორგანიზაციას ბოლო 6 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. თურქეთის თქმით, ალ-ყურაშიმ თავი აიფეთქა მას შემდეგ, რაც მას თურქმა სამხედროებმა მიაგნეს.

ალ-ყურაში ტერორისტული ორგანიზაციის მესამე ლიდერია, რომელმაც სიცოცხლე თავის აფეთქებით დაასრულა. დაჯგუფება ერთ დროს ერაყის მესამედსა და სირიის მნიშვნელოვან ნაწილს კონტროლებდა, თუმცა ის უკანასკნელი წლების განმავლობაში, დასუსტდა.

თურქული მხარის ინფორმაციით, თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის წევრები რეიდს 4 საათის განმავლობაში ატარებდნენ. მათ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის სამყოფელს, ორსართულიან სახლში, ქალაქ ჯანდარისთან ახლოს მიაკვლიეს.

თუმცა შეერთებული შტატები აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს. "ამერიკის ხმასთან" ანონიმურობის პირობის დაცვით საუბრისას, აშშ-ის ოფიციალური პირი ამბობს, რომ ჯერჯერობით ვაშინგტონს არაფერი უნახავს, რათა დადასტურდეს ვარაუდი, რომ ისლამური სახელმწიფოს ლიდერი მართლაც ლიკვიდირებულია.

”ჩვენ არ შეგვიძლია ამის დადასტურება”, - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

XS
SM
MD
LG