ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"შოკისმომგვრელზე მეტი" - ბერბოკი ჩინეთში ვიზიტზე


ანალენა ბერბოკი გერმანიის პარლამენტში გამოსვლისას. ბერლინი, გერმანია, 19 აპრილი, 2023 წ.
ანალენა ბერბოკი გერმანიის პარლამენტში გამოსვლისას. ბერლინი, გერმანია, 19 აპრილი, 2023 წ.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინეთში სტუმრობის შედეგებზე საუბრისას თქვა, რომ ვიზიტის ზოგიერთი ასპექტი მისთვის "შოკისმომგვრელზე მეტი" იყო. ანალენა ბერბოკმა ეს განცხადება 19 აპრილს ბერლინში, გერმანიის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას გააკეთა.

ბერბოკის თქმით, პეკინი ჩვეულებრივი სავაჭრო პარტნიორისა და კონკურენტისგან უფრო და უფრო სისტემურ მეტოქედ გადაიქცა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე ამბობს, რომ პეკინი საერთაშორისო კანონმდებლობაზე დამყარებულ წესრიგს არ ემორჩილება და საკუთარ წესებს მიჰყვება.

"პეკინი ხდება უფრო რეპრესიული შინ, და უფრო აგრესიული გარეთ", - აცხადებს ბერბოკი. მან გამოსვლისას ისიც თქვა, რომ ჩინეთი გერმანიის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია.

ჩინეთში ბერბოკის ვიზიტისას, პეკინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი და გერმანია არიან პარტნიორები და არა - დაპირისპირებული მხარეები. პეკინმა ბერლინს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს ტაივანის "დაბრუნებას" ჩინეთში.

ჩინეთში ვიზიტის დროს, ბერბოკმა პეკინი იმის თაობაზე გააფრთხილა, რომ ჩინეთის მიერ ტაივანის გაკონტროლების ნებისმიერი მცდელობა მიუღებელი იქნება. ჩინეთი მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი მმართველობის მქონე ტაივანი ჩინეთის პროვინციაა და მის ძალის გამოყენებით მიერთებას არ გამორიცხავს.

ბერბოკმა გერმანიის პარლამენტში ასევე ისაუბრა პეკინის პოზიციაზე უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ. ის მიესალმა ჩინეთის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პეკინი მოსკოვს შეიარაღებით არ დაეხმარება, თუმცა ბერბოკმა პეკინშიც და ბერლინშიც გაუსვა ხაზი იმას, რომ ჩინეთს აქვს მშვიდობის მიღწევის თაობაზე პასუხისმგებლობა და შეუძლია გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე, რათა მოსკოვის აგრესია შეაჩეროს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG