ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პეკინის პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროპისთვის გადამწყვეტი იქნება


ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ჩინეთის პოზიციის ეკონომიკური და უსაფრთხოების პოზიციონირებიდან გამომდინარე ევროპას დიპლომატიური და ეკონომიკური „რისკების თავიდან აცილება“ სჭრდება.

მომავალ კვირას საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად ჩინეთში ვიზიტის წინ, ფონ დერ ლაიენმა გამოსაფხიზლებელი შეაფასება გააკეთ. მან თქვა, რომ პეკინთან ურთიერთობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში "უფრო შორეული და რთული" გახდა.

ევროკომისიის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ჩინეთის ეკონომიკური სიდიდისა და გლობალური გავლენის გათვალისწინებით, ევროკავშირის მიერ ამ ურთიერთობების მართვა იქნება გადამწყვეტი ფაქტორი ევროკავშირის ეკონომიკური კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის.

ფონ დერ ლეიენმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინ პინის მოსკოვში ვიზიტზეც ისაუბრა და თქვა, რომ გასულ კვირას რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან მჭიდრო კავშირების პირობის დადება ასევე საგულისხმო მოვლენაა. ამასთან, პეკინმა პასუხისმგებლობა იკისრა უკრაინაში "სამართლიანი მშვიდობის" გათვალისწინებით უკრაინაში ომის დასასრულებლად.

„როგორ განაგრძობს ჩინეთი პუტინის ომთან ურთიერთობას, იქნება გადამწყვეტი ფაქტორი ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობებისთვის“, - თქვა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამოსვლისას.

XS
SM
MD
LG