ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთმა და უკრაინამ მარცვლეულის ტრანზიტზე შეთანხმებას მიაღწიეს


პოლონეთი უკრაინის მარცვლეულის საკუთარ ტერიტორიაზე ტრანზიტს პარასკევიდან განაახლებს. შეთანხმების შესახებ განცხადება პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა გააკეთა და თქვა, რომ ტრანზიტი კონტროლირებადი და დალუქული იქნება.

პოლონეთის განვითარების მინისტრმა, ვალდემარ ბუდამ განაცხადა, რომ ძალაში რჩება აკრძალვა უკრაინული სასურსათო პროდუქტების პოლონეთში იმპორტის შესახებ.

მას შემდეგ, რაც ვარშავამ და ბუდაპეშტმა უკრაინიდან ზოგიერთი ტიპის იმპორტის აკრძალვის შესახებ გამოაცხადეს, იგივე გეგმის შესახებ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთმა ქვეყენამაც ისაუბრა. ბრიუსელი კი ცდილობს, ევროკავშირის მასშტაბით, გამოსავალი მოძებნოს.

ფერმერები ამ ქვეყნებში ამბობენ, რომ უკრაინიდან იაფი იმპორტის შედეგად, ადგილობრივ პროდუქტებზე ფასებმა დაიკლო, გაყიდვები კი - შემცირდა. უკრაინამ განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტი, პოლონეთის გავლით ტრანზისტის გახსნა იყო.

„ჩვენ შევძელით მექანიზმების შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ პოლონეთში არც ერთი ტონა მარცვლეული არ დარჩეს“, - განაცხადა ვარშავაში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

XS
SM
MD
LG