ვაშინგტონის მიერ, ანკარასთვის F-16 ტიპის თვითმფრინავების აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვის შესახებ, ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. წყაროს ცნობით, შეერთებული შტატების კონგრესის ლიდერებმა, თურქეთისთვის უკვე არსებული F-16 ტიპის თვითმფრინავის მოდერნიზაციის პაკეტის მიყიდვაზე, ადმინისტრაციას არაფორმალური თანხმობა უკვე მისცეს.
კონგრესის განგრძობითი წინააღმდეგობის ფონზე, კვლავ გაურკვეველი რჩება დააკმაყოფილებს თუ არა ვაშინგტონი ანკარას უფრო ფართო მოთხოვნას, რომ მილიარდობით დოლარის ღირებულების F-16 ტიპის თვითმფრინავები მიჰყიდოს.
„როიტერის“ წყაროების თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მცირე გაყიდვის შესახებ, რომელიც რადარებსა და ავიონიკებს მოიცავს, შესაძლოა ოფიციალური შეტყობინება ორშაბათს გამოაქვეყნოს.
თუ კონგრესი ამის ნებართვას გასცემს, ეს პაკეტი იქნება პირველი დიდი შესყიდვა ნატო წევრი თურქეთისთვის, რომლის დასამტკიცებლად კონგრესს წლები დასჭირდა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ორ წყაროს, რომელთაგან ერთი ამერიკელი ოფიციალური პირია, არ დაუსახელებია გარიგების ზუსტი ღირებულება, გარდა იმისა, რომ საუბარი მილიონობით ამერიკულ დოლარზეა.