ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დესანტისის მხარდამჭერი გუნდი ტრამპს თავს ესხმის


ფლორიდის გუბერნატორის და აშშ-ის პოტენციური საპრეზიდენტო კანდიდატის, რონ დესანტისის, მხარდამჭერმა ჯგუფმა კვირას პირველი თავდასხმა გააჟღერა მის მოსალოდნელ წამყვან კონკურენტ დონალდ ტრამპზე. ჯგუფის მიერ დაფინანსებული რეკლამა, ეჭვქვეშ აყენებს ყოფილი პრეზიდენტის ერთგულებას მისი თანაგუნდელი, რესპუბლიკელების მიმართ.

„ტრამპი უნდა ებრძოლოს დემოკრატებს და არ ავრცელოს ტყუილები გუბერნატორ დესანტისზე“, - ნათქვამია რეკლამაში. "რა დაემართა დონალდ ტრამპს?" - ამბობს ის.

ნოემბერში, ყოფილმა პრეზიდენტმა ტრამპმა საარჩევნო კამპანია წამოიწყო 2024 წლის არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიის ნომინაციის მოსაპოვებლად. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ის ლიდერობს გამოცხადებული და ჯერ კიდევ დასაკომპლექტებელი კანდიდატების ჩამონათვალს.

დესანტისი, რომლის მხრიდანაც საარჩევნო მარათონში ჩაბმას ელიან, გამოკითხვებში მეორე ადგილზეა.

რეკლამა სათაურით "ებრძოლეთ დემოკრატებს და არა რესპუბლიკელებს" მოამზადა ჯგუფმა, სახელწოდებით, "არასოდეს დაიხიო უკან". რეკლამა "ფოქს ნიუსზე" გავიდა ეთერში.

ტრამპს ნიუ-იორკის საოლქო სასამართლომ 4 აპრილს ბრალი წაუყენა. ყოფილი პრეზიდენტი 34-ვე ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ სცნობს. საქმე დაკავშირებულია პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ გადახდილ ფულთან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG