ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთს სურს, რომ აბრამსის ტიპის ტანკების სერვის-ცენტრი გახსნას


პოლონეთს სურს, რომ ქვეყანაში ამერიკული წარმოების აბრამსის ტიპის ტანკებისთვის სერვის-ცენტრი გახსნას. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ამერიკაში ვიზიტის დროს განაცხადა.

"მე მსურს [გაიხსნას] სერვის-ცენტრი აბრამსის ტანკებისთვის, რომელიც მთელს ევროპას მოემსახურება მათი საბრძოლო მზაობის შემოწმებისთვის და რომელიც პოლონეთში აშენდება. ეს შესაძლებელია, ამასთან დაკავშირებით მოლპარაკებებს ვაწარმოებ", - თქვა პოლონეთის პრემიერმა.

პოლონეთი, რომელიც ამერიკის ახლო მოკავშირე და ნატოს წევრი ქვეყანაა ახლა აბრამსის ტიპის 250 ტანკს ელოდება. გარდა ამისა, მათ უკვე აქვთ 116 მოდერნიზებული აბრამსი.

"დადასტურებული ინფორმაცია მაქვს, რომ ივნისის ბოლოს მინიმუმ 14 აბრამსი ჩამოვა პოლონეთში", - თქვა პრემიერმა და დაამატა, რომ ისინი ჩაანაცვლებენ იმ საბჭოთა წარმოები ტანკებს, რომლებიც მისმა ქვეყანამ უკრაინას რუსეთთან საომრად გადასცა.

XS
SM
MD
LG