ნორვეგია ქვეყნიდან რუს აგენტებს აძევებს. ამჯერად ოსლომ, მოსკოვს მოუწოდა გაიყვანოს ნორვეგიიდან, რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომელი, რომლებიც დაზვერვის ოფიცრები არიან.
ნორვეგიის სამართალდამცავი უწყებების ცნობით, ყველა ეს პირი დიპლომატიური პოზიციის საფარქვეშ მოქმედებდა. კრემლი ამბობს, რომ ამ ნაბიჯს უპასუხოდ არ დატოვებს.
ამჟამად ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, 40-მდე რუსი დიპლომატია აკრედიტირებული. შესაბამისად გაძევებულთა რაოდენობა მესამედზე მეტს შეადგენს.
„მათი საქმიანობა საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას,“ - თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჯაშუშობის ბრალდებით ნორვეგია ქვეყნიდან რუს დიპლომატებს აძევებს. 2022 წლის აპრილში ნორვეგიის მთავრობამ 3 რუსი დიპლომატი გააძევა.
მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ჯაშუშობაში ბრალდებული რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა ესტონეთმა, ნიდერლანდებმა და ავსტრიამ.
Facebook Forum