ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადმირალი მონთგომერი: "ყირიმის დაკარგვა პუტინის რეჟიმისთვის მოსკოვში სერიოზული გამოწვევა იქნება"


პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ წარმატებული კონტრიერიშისთვის უკრაინას მეტი იარაღი და სისტემები სჭირდება. რუსეთი კი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას აგრძელებს. კვლავ სისხლიანი მძიმე შეტაკებებია ქალაქ ბახმუტსა და მის შემოგარენში. უკრაინაის მიერ მოთხოვნილი იარაღის სიის სათავეში ისევ გრძელი რადიუსის მქონე სარაკეტო სისტემები და საბრძოლო თვითმფრინავებია. ყოფილი სამხედრო ლიდერები „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ამბობენ, რომ ტერიტორიების დეოკუპაციისთვის კიევს სწორედ ასეთი იარაღი და სისტემები სჭირდება იმისთვის, რომ იერიშის რადიუსში საოკუპაციო ძალების ზურგში განლაგებული სამეთაურო ცენტრები, ლოჯისტიკა და მომარაგების ჯაჭვები მოაქციოს და ფრონტზე რუსი ჯარისკაცების პარალიზება მოახდინოს. მეორე მხრივ, კი ეს კიევს საშუალებას მისცემდა შეტევა გაეძლიერებინა ყირიმზეც და რუსეთისგან მისი იზოლირება დაეწყო. ამერიკის საზღვაო ძალების თადარიგის კონტრადმირალი, ამჟამად „დემოკრატიების დაცვის ფონდის“ ერთ-ერთი დირექტორი მარკ მონთგომერი ამბობს, რომ დაუშვებელია ვითარება ჩიხში შევიდეს და უკრაინას არ ჰქონდეს ყველაფერი, რაც გამარჯვებისთვის სჭირდება.

რუსეთი აგრძელებს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ საჰაერო იერიშებს. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 13 თვის შემდეგ, რა ეტაპზეა ახლა ეს ომი და რას ნიშნავს კრემლის ნაბიჯები მსოფლიოსთვის?

დრონის ინცინდენტის საპასუხოდ უკრაინას უნდა მივაწოდოთ ის, რაც აქამდე არ მიგვიცია. მაგალითად ATACMS გრძელი რადიუსის სისტემები და ვთქვათ პირდაპირ, რომ ეს ამ თავდასხმაზე საპასუხოდ გავაკეთეთ".

ვფიქრობ, უკრაინის კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის გამუდმებული დაბომბვა ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით, არის ვლადიმირ პუტინის იმ ძალისხმევის უმთავრესი ნაწილი, რომლითაც ის ცდილობს უკრაინელთა სიმტკიცე, წინააღმდეგობა გატეხოს. მან ეს ვერ შეძლო 1 წლის წინ კიევზე სახმელეთო იერიშით. ნახა, რომ უკრაინელი ხალხი და მთავრობა მტკიცე წინააღმდეგობის ხაზი აღმოჩნდა მისთვის და მათი დამარცხება ძალიან ძნელია კონვენციური, ტრადიციული სამხედრო ძალითა და არმიით. ამიტომ ის ახლა ელექტროენერგიის სადგურებზე, ქსელზე და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ასეთი თავდასხმებით ცდილობს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობის გატეხვას.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამბავი, რომელიც ბოლო პერიოდში მოხდა, შავი ზღვის თავზე რუსულ ავიამოიერიშეებსა და ამერიკულ დრონს შორის უშუალო დაპირისპირება იყო. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავდა ეს, რა გზავნილი იყო მოსკოვისგან და როგორ პასუხს იმსახურებს საერთაშორისო სივრცეში მომხდარი ეს შემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატებისგან?

დრონთან დაკავშირებული ეს ინციდენტი იყო საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევა. პირველ ყოვლისა, ეს დრონი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მოძრაობდა. ეს უკრაინის ცა არ იყო, თუნდაც რუსების ლოგიკას რომ მივყვეთ და ვთქვათ, რომ ამერიკული დრონი იქ არ უნდა ყოფილიყო. მეორე, რაც უმთავრესია, ისაა, რომ ეს განზრახული შეტევა იყო. დრონს გზა 19-ჯერ გადაუჭრეს. სურდათ მისი შეფერხება, დაზიანება ან განადგურება. საბოლოოდ კი პილოტის სიზარმაცის თუ მოუთმენლობის გამო, დრონს შეეხნენ, დაარტყეს.

ამის შემდეგ კი ეს პილოტები დააჯილდოვეს, ცხადია, რომ ეს წინასწარ განზრახული ნაბიჯი იყო. ჩვენ მათ ამისთვის პასუხი უნდა ვაგებინოთ. პირველი, რაც უნდა გაკეთებულიყო, დრონების იმავე საჰაერო სივრცეში დაბრუნებაა, რაც ვფიქრობ, გაკეთდა. მაგრამ მეორე რამ, არის უფრო კონკრეტული საფასურის დაწესება რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის. ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას რაღაც, რაზეც ვიტყვით, რომ ეს სწორედ ამ კონკრეტულ ქმედებაზე პასუხად გავაკეთეთ. მაგალითად „ატაკამსები“ - გრძელი რადიუსის მქონე - 50-100-200 კმ რადიუსის მქონე თავდასხმითი სარაკეტო სისტემები. კიდევ გააკეთებთ ასეთ რამეს? კვლავ ამგვარად გიპასუხებთ. ამ „ატაკამსებს“ მართლაც შეუძლია რუსეთის შეიარაღებული ძალების უკანა ხაზებსაც კი მისწვდეს, რომლებიც ახლა სრულიად დაუსჯელად მოქმედებენ.

ამ კვირებში უკრაინა და მსოფლიო 9 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ. თუკი დასავლეთში ბევრი თითქოს მზად იყო ყირიმთან დაკავშირებით .. სტატუს კვო მიეღო, ეს დამოკიდებულება ახლა შეცვლილია. ამასთან, უკრაინის მთავრობა გამუდმებით ამბობს, რომ სრულმასშტაბიან ომში გამარჯვება ნახევარკუნძულის დეოკუპაციასაც გულისხმობს. თუმცა ყირიმის სამხედრო გზით დეოკუპაციის საკითხს სკეპტიკოსებიც ჰყავს. იმის მიხედვით, რასაც ახლა ვხედავთ, როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალისტურია ყირიმის დაბრუნება უკრაინისთვის ამ ომის პირობებში?

ბოლო ცხრა წელიწადმა გვასწავლა, რომ თუკი პრეზიდენტ პუტინის ან პრეზიდენტ სი ძინპინის მსგავსი ავტორიტარი ლიდერების შეკავება გვსურს, ამაში ინვესტიცია უნდა ჩავდოთ. უკრაინის იმ კინეტიკური იარაღით მომარაგება, რომელიც მათ რუსეთის წინააღმდეგ თავდასაცავად სჭირდებათ, 9 წლის წინ უნდა დაგვეწყო.

ამის ნაცვლად, ჩვენ ეს 9 წელი ობამას, ტრამპისა თუ ბაიდენის ადმინისტრაციების პირობებში ერთმანეთთან? კამათში გავატარეთ და შედეგად, ძალიან ცოტა საქმე? გავაკეთეთ. იმის ნაცვლად, რომ უკრაინისთვის გაგვეგზავნა 3-4 მილიარდი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა, რომელიც სავარაუდოდ შეაჩერებდა რუსეთს, ახლა ჩვენც და ევროპელებიც ვუგზავნით 90-100 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღს. ასევე არის ჰუმანიტარული და ეკონომიკური ზარალი, რომელზე რეაგირებაც 300-400 მილიარდი დოლარი დაჯდება. ასე რომ, მნიშვნელოვანი გაკვეთილი ვისწავლეთ იმის შესახებ, როგორ უნდა იმუშაოს შეკავებამ და როგორ - არა.

თუკი ჩვენ არ მივაწოდებთ უკრაინას შესაბამის იარაღის სისტემებს, რომლებიც მათ რუსეთის წინააღმდეგ ეფექტური კონტრშეტევისთვის სჭირდებათ, მაშინ ჩვენ ჩიხისკენ წავალთ. არ მჯერა, რომ ყირიმის გათავისუფლება შესაძლებელია გრძელი რადიუსის მქონე იარაღის გარეშე. ასევე დონბასის უდიდესი ნაწილის გათავისუფლება არ იქნება შესაძლებელი დიდი რაოდენობით ტანკების, თვლიანი და მუხლუხა ტრანსპორტიორების გარეშე.

დროულად უნდა მივაწოდოთ მათ ის ასზე მეტი „ლეოპარდ 2“ ტანკიც, რომლებსაც დავპირდით. ჩემი აზრით, უნდა მივაწოდოთ „ატაკამსებიც“ და სხვა იარაღიც. ეს მისცემს პრეზიდენტ ზელენსკის საშუალებას, რომ ან [წარმატებული] ოპერაციები განახორციელოს ანდა აწარმოოს მოლაპარაკებები ძლიერი პოზიციებიდან. არ უნდა დავუშვათ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ამ ომის პირობებში ჩიხში შევიდეს.

აგვიხსენით მარტივად, რას შეძლებდნენ უკრაინელებიატაკამსებითისეთს, რაც სხვა იარაღით ახლა არ შეუძლიათ და როგორ ან რატომ შეცვლიდა ეს სიტუაციას ბრძოლის ველზე?

როდესაც საარტილერიო ცეცხლზე ვსაუბრობთ, ეს როგორც წესი, არის 155 მილიმეტრიანი, საარტილერიო ჭურვები, 10-20 კილომეტრის რადიუსით, შემდეგ არის GMLRS სერიის მართვადი კორექტირებადი რაკეტები, რომლებსაც “ჰაიმარსებიდან” ისვრიან. მათი წვდომის რადიუსი 50-80 კმ-ია და მათი რადიუსის საფრთხეშიძალიან ბევრი რუსული ლოჯისტიკა ექცევა.

ყირიმის დაკარგვა იქნება მოსკოვში ვლადიმირ პუტინის რეჟიმის სანდოობისთვის სერიოზული გამოწვევის დასაწყისი. თუკი ის დაკარგავს იმას, რასაც ბევრი რუსი თავისად მიიჩნევს, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ის ვერ გაუმკლავდა ომს".

ეს მაშინ, როცა „ატაკამსები“ იძლევა საშუალებას, მისწვდნენ მთელ დონბასს, მთელ ყირიმს და დაარტყან რუსულ პოზიციებს უკრაინის ტერიტორიაზე, მათი ტექნიკური უზრუნველყოფის, მართვისა და კონტროლის ობიექტებს. რატომაა ეს მნიშვნელოვანი? ჩვენ ვხედავთ, რომ რუსებს განგრძობითად აქვთ ჯარის მომარაგებასთან, ზოგადად ლოჯისტიკასთან დაკავშირებული პრობლემები. დროებითი ბაზიდან ფრონტის ხაზისკენ წასულ დანაყოფებს უჭირთ სამეთაურო და კონტროლის ცენტრებთან კავშირის შენარჩუნება, საწვავისა და იარაღის შევსება.

თუკი ჩვენ მივცემთ უკრაინას იარაღის იმ სისტემებს, რომელთა რადიუსშიც [რუსული ჯარის ზურგში მყოფი] მთელი ეს ლოჯისტიკური ჯაჭვი, კონტროლისა და სამეთაურო ცენტრები მოექცევა, ისინი დროთა განმავლობაში უფრო და უფრო დაშორდება ფრონტის ხაზზე მყოფ ჯარისკაცებს, რუსები უფრო და უფრო ცუდად იბრძოლებენ და უკრაინელები უფრო და უფრო მეტს მიაღწევენ.

ყირიმში კი „ატაკამსები“უკრაინელებს მისცემს საშუალებას, რომ მისწვდნენ ქერჩის ხიდს და საბოლოოდ, ამით შეეძლებათ ყირიმი რუსეთისგან განაცალკეონ.

როგორ გგონიათ, სამხრეთში კონტრშეტევის რამდენად მნიშვნელოვანი ნაწილია ყირიმის სიღრმეში იერიშის მიტანა და რამდენად კრიტიკულია ეს მომარაგების ჯაჭვების გასაწყვეტად?

აქ ორი ამოცანაა: პირველი, გაწყდეს ყირიმთან ხიდი. ვფიქრობ, ეს სამხედრო კუთხით, მიღწევადია. უშუალოდ ყირიმი უფრო რთული იქნება სამხედრო თვალსაზრისითაც და პოლიტიკურადაც. არც დასავლეთ ევროპელები და არც ამერიკელები ამით დიდად აღტაცებულნი არ ჩანან, რადგან რეალურად ეს იქნება ვლადიმირ პუტინის კუთხეში მიყენება.

ვფიქრობ, ყირიმის დაკარგვა იქნება მოსკოვში ვლადიმირ პუტინის რეჟიმის სანდოობისთვის სერიოზული გამოწვევის დასაწყისი. თუკი ის დაკარგავს იმას, რასაც ბევრი რუსი თავისად მიიჩნევს, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ის ვერ გაუმკლავდა ომს. ეს ალბათ მისთვის იქნება რთულად გადასატანი დანაკარგი. ვფიქრობ, უკრაინაზე ამ კუთხით დიდი პოლიტიკური წნეხი იქნება

ნატოს ორი წევრი სახელმწიფო უკვე იწყებს უკრაინისთვის საბჭოთა წარმოების საბრძოლო თვითმფრინავების - „მიგ-29“-ების მიწოდებას. თუმცა ამერიკა კვლავ თავს იკავებს F-16-ის ტიპის თვითმფრინავების მიწოდებისგან. როგორ ფიქრობთ, რა არის წინააღმდეგობის მიზეზი? ჩვენ ბევრი, სხვა ტიპის იარაღზეც ვნახეთ მსგავსი არგუმენტები - ღირებულების, რთული ტექნიკური უზრუნველყოფის, ხანგრძლივი წვრთნის, თუ ზედმეტი ესკალაციის შესახებ და შემდეგ შეცვლილი პოზიციები. როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო უკრაინისთვის F-16-ების მისაღებად და რა უშუალო საჭიროება აქვს კიევს?

პირველ ყოვლისა, რაც მათ კონტრშეტევისთვის კრიტიკულად სჭირდებათ, არის საკმარისი არტილერია, საარტილერიო ჭურვები, ამუნიცია, ტრანსპორტიორები, სამედიცინო საშუალებები. არა უშუალოდ აღტაცების მომგვრელი სისტემები, არამედ უშუალოდ ბრძოლისას საჭირო მასალები და იარაღი. ამის გარდა, შემდეგ უკვე სჭირდებათ „ლეოპარდის“ ტიპის ტანკები, თან ბევრი.

სწორედ ეს მიხარია „ლეოპარდების“ თაობაზე, უკრაინას შეუძლია ისინი 12 სხვადასხვა ქვეყნიდან მიიღოს, რამდენიმემ უკვე დაიწყო მიწოდება. თუმცა კიევს 80-100 ასეთი ტანკი სჭირდება რაც შეიძლება სწრაფად.

აშშ-მა უნდა მისცეს უკრაინას „ამრაამ“ რაკეტებიც - გრძელი რადიუსის მქონე ჰაერი-ჰაერი სარაკეტო სისტემა, რომელიც  „მიგ-29-ზე“ დამონტაჟდება. ეს უფრო სწრაფად დააბალანსებს სიტუაციას, ვიდრე F-16-ების საკითხი. 

მათ ჩემი აზრით სჭირდებათ „ატაკამსებიც“. ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს უკრაინელებთან იგივე შეთანხმება, რაც GMLRS რაკეტების შესახებ გვქონდა, ან უფრო გრძელი რადიუსის მქონე არტილერიაზე: რომ ისინი არ უნდა დაეშვას რუსეთის სუვერენულ ტერიტორიაზე. და არა იმ მიწაზე, რომელსაც რუსეთი აცხადებს თავის მიწად. ეს კონტრშეტევასთან დაკავშირებით დიდ განსხვავებას მოიტანდა.

რაც შეეხება ავიამოიერიშეებს, ვფიქრობ „მიგ-29-ები“ არსებულ დანაკლისს შედარებით სწრაფად შეავსებს. დიახ, გამიკვირდება თუ დაპირებული ფლოტის ნახევარიც კი კარგ ფუნქციურ მდგომარეობაშია. ამავე დროს, შეერთებულმა შტატებმა ყურადღებით უნდა შეაფასოს, როგორ მისცეს უკრაინას „ამრაამ“ რაკეტები. ესაა გრძელი რადიუსის მქონე ჰაერი-ჰაერი სარაკეტო სისტემა, რომელიც „მიგ-29-ზე“ დამონტაჟდება. ეს უფრო სწრაფად დააბალანსებს სიტუაციას, ვიდრე F-16-ების საკითხი.

ესაა იგივე რაკეტები, რომლებიც „ნასამ“ სისტემებში გამოიყენება და ძალიან კარგად მუშაობს რუსეთის ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ. ბოლო პაკეტში „ნასამსები“ არ მინახავს და ვფიქრობ, სწორედ მეტი „ნასამსი“ და მეტი „ამრაამ“ რაკეტა უნდა მივცეთ კიევს. ასე შევძლებთ იმ რუსული ფრთოსანი რაკეტების მიზანში ამოღებას, რომლებიც კიევში, ლვივში თუ სხვაგან, უკრაინელების სიმტკიცის გატეხვას ცდილობს.

თქვენ ქართველ სამხედროებთანაც გიმუშავიათ, უკრაინაში ომის ერთი წლის შემდეგ როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა საქართველოსთვის? რამდენად გაძლიერებული მხარდაჭერა სჭირდება მას ნატოსა და ამერიკისგან?

დიახ, მე ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთის მისიებში წასასვლელად ვამზადებდი. ჩემი შეფასება მაშინაც ასეთი იყო და ახლაც ასეთი რჩება, რომ ქართული ჯარი არის აბსოლუტურად მაღალი მომზადების მებრძოლი არმია და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საზღვარგარეთ ძალიან ძლიერი პარტნიორი. მე ქართულ ჯარზე ძალიან მაღალი წარმოდგენა მაქვს.

რაც ახლა მათაც გაიგეს, ისაა, რომ არის შესაბამისი იარაღის სისტემების საჭიროება, მათ ძალიან ყურადღებით უნდა შეაფასონ, თავიანთი ანტისატანკო და ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები, სტინგერები, ჯაველინები, მათი სხვადასხვა ვარიანტი. უნდა დარწმუნდნენ, რომ შეუძლიათ ისეთივე გამძლეები იყვნენ, როგორიც უკრაინული არმია იყო.

ვფიქრობ, ქართული ჯარის ბირთვი არის გამორჩეულად კარგად გაწვრთნილი. ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ ჰყავთ რეზერვისტები, რომლებიც მომზადების შესაბამის საფეხურზე არიან, რადგან გაკვეთილი რომელიც ვისწავლეთ ისაა, რომ თუკი თქვენ, საქართველოდან, მოლდოვიდან, ლიეტუვიდან, ლატვიიდან ან ესტონეთიდან ხართ, თუკი პუტინი უკრაინაში რამენაირად წარმატებული იქნება, შემდეგი ერთ-ერთი თქვენგანი იქნება. ასე რომ, ამისთვის მზადყოფნა კრიტიკული მნიშვნელობის ფაქტორია. ქართულ ჯარს დარწმუნებული ვარ, ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი, მაგრამ ისინი ამას ძალიან ძლიერ საძირკველზე გააკეთებენ და დააშენებენ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG