ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დელიში ბლინკენის და ლავროვის დიპლომატიური დაპირისპირების დეტალები


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, შეერთებული შტატები ფარისევლობაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს უფლება, დაუსჯელად აწარმოოს ომი უკრაინაში.

მოსკოვისა და ვაშინგტონის უმაღლესი დიპლომატები საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებას, ინდოეთის დედაქალაქში, ამ კვირის დასაწყისში დაესწრნენ და პირველად შეხვდნენ პირადად მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ.

„თუ რუსეთს დაუსჯელად მივცემთ ნებას, გააკეთოს ის, რასაც აკეთებს უკრაინაში, ეს იქნება გზავნილი შესაძლო აგრესორებისთვის ყველგან, რომ ისინიც შეძლებენ თავის დაძვრენას“- განუცხადა ბლინკენმა „რაისინას დიალოგის“ ფორუმს დელიში.

ბლინკენის შემდეგ ამავე ფორუმზე გამოსვლისას, ლავროვმა თქვა, რომ ამერიკის მხრიდან „ორმაგი სტანდარტია“ ეჭვქვეშ დააყენოს რუსეთის ქმედება უკრაინაში, როდესაც შეერთებული შტატები „მისი ეროვნულ ინტერესების“ საბაბით ჩაერთო სამხედრო მოქმედებებში მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში.

ლავროვმა ასევე თქვა, რომ კითხვა, თუ როდის დაიწყებს რუსეთი ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უნდა დაუსვან. „ყველა კითხულობს, როდის აპირებს რუსეთი მოლაპარაკებას... დასავლეთი გამუდმებით ამბობს, რომ ჯერ არ არის მოლაპარაკების დრო, რადგან უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს ბრძოლის ველზე ნებისმიერი მოლაპარაკების წინ“, - თქვა მან.

დიდი ოცეულის შეხვედრაზე, შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა მოუწოდეს წევრ ქვეყნებს, განაგრძონ ზეწოლა რუსეთზე კონფლიქტის დასასრულებლად, მაგრამ დიდი ოცეული ვერ შეთანხმდა ომის შესახებ ერთობლივ განცხადებაზე ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგობის გამო.

XS
SM
MD
LG