ჩინური სამთავრობო მედიის ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ირანის პრეზიენტს უმასპინძლებს. ვიზიტი არსებული ინფორმაციით სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ჩიენთისა და ირანის პრეზიდენტების შეხვედრა, ჩინეთ ამერიკას შორის გაუარესებული ურთიერთობების ფონზე გაიმართება. ვაშინგტონი პეკინს ამერიკის "სუვერენიტეტის თავხედურ დარღვევაში" ადანაშაულებს.
ინფორმაცია პეკინში ირანის პრეზიდენტის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ თავდაპირველად People's Daily-ში გამოქვეყნდა. გამოცემამ ირანის პრეზიდენტის კომენტარიც გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ორივე ქვეყანას სჯერა, რომ ცალმხრივობა და „ძალადობრივი“ ზომები, როგორიცაა „უსამართლო“ სანქციების დაწესება, არის მსოფლიოში კრიზისების მთავარი მიზეზი.
გამოცემასთან საუბრისას ირანის პრეზიდენტი ამბობს, რომ ჩინეთი ირანის „ძველი მეგობარია“ და ირანს სურს ქვეყნებს შორის ურთიერთობები გაძლიერდეს, რაც გავლენას იქონიებს რეგიონულ და საერთაშორისო ვითარებაზე.
პარალელურად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაქვეყნა. ახალი სანქციები შეეხოთ როგორც კომპანიებს, ასევე იურიდიულ პირებს. სანქციები სხვადასხვა სფეროს მოიცავს.
Facebook Forum