ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრაზილია "ფეხბურთის მეფეს" ეთხოვება


ბრაზილიის ზღვისპირა ქალაქი სანტოსი, რომელიც სპორტის გიგანტმა პელემ, თავისი საკლუბო კარიერის მანძილზე საფეხბურთო ბრწყინვალების სინონიმად აქცია, თავის გმირს ემშვიდობება. ორშაბათს, ქალაქში 24 საათიანი სამგლოვიარო ცერემონია დაიწყო.

სანტოსის საფეხბურთო კლუბის სტადიონზე, ვილა ბელმიროზე დასვენებული პელეს სანახავად მგლოვიარეთა რიგი დადგა.

პელე ხუთშაბათს, 82 წლის ასაკში, მსხვილი ნაწლავის კიბოსთან ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

ფიფას პრეზიდენტი ჯიანი ინფანტინო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც პანაშვიდზე მივიდა. პელე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც - როგორც მოთამაშემ - მსოფლიოს თასი სამჯერ მოიპოვა.

DEP-FUT PELÉ-FUNERAL
DEP-FUT PELÉ-FUNERAL

ედსონ არანტეს დო ნასიმენტო - პელე - 1940 წელს პატარა პროვინციულ ქალაქ ტრეს კორასოინსში დაიბადა, მაგრამ 1956 წელს სანტოსში გადასახლდა და ცხოვრების უმეტესი ნაწილი იქ გაატარა.

ორშაბათ დილით, სან პაულუს ალბერტ აინშტაინის საავადმყოფოდან, მისი ცხედარი ფოიერვერკების ქვეშ 430 ათას მოსახლიან ქალაქში გადაასვენეს.

სამშაბათს, დამკრძალავი პროცესია სანტოსის ქუჩებს გაივლის და ეკუმენიკურ ნეკროპოლისის სასაფლაოზე დასრულდება, სადაც პელეს არასაჯარო დაკრძალვა მოხდება.

სანტოსის პრეს-ოფისის განცხადებით, მთელი მსოფლიოდან დაახლოებით 5 ათასი ჟურნალისტის აკრედიტაცია მოხდა, რომლებიც პელეს დაკრძალვას აშუქებენ.

XS
SM
MD
LG