აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტიის კანონმდებლებმა ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის 7 წლის საგადასახადო დეკლარაციები გამოაქვეყნეს.
ამ დოკუმენტაციის გამოაშკარავებას ისინი რამდენიმე წელია ცდილობენ.
აღნიშნული დოკუმენტები 2015-2020 წლებს ფარავს და ტრამპის ქონების, მისი ბიზნეს იმპერიის, შემოსავლების თუ დანაკარგების შესახებ ახალ ინფორმაციას იძლევა. წინასწარი ანალიზი, რომელიც პალატის წესებისა და პროტოკოლის კომიტეტმა გასულ კვირას გამოაქვეყნა იტყობინებოდა, რომ ტრამპმა პრეზიდენტობისას უმნიშვნელო გადასახადები გადაიხადა და მკვეთრ ბიზნესს დანაკარგებს იტყობინებოდა.
30 დეკემბერს გასაჯაროებული სრული დოკუმენტების საფუძველზე, საგადასახადო ექსპერტებსა და ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება იხილოს ყოფილი პრეზიდენტის ფინანსური მდგომარეობის ამსახველი სურათი. ამ მოვლენას კი ტრამპის ყოფილი ადვოკატი მაიკლ კოენი წარსულში ტრამპის შიშს უკავშირებდა, რომ მთავრობა დამატებით გადასახადებს დააკისრებდა მას.
დღეს დონალდ ტრამპის კამპანიამ გამოაცხადა, რომ დემოკრატიულ პარტიას ეს საბუთები არ უნდა გაესაჯაროვებინა, ისევე, როგორც ამისი სანქცია უზენაეს სასამართლოს არ უნდა გაეცა, რამეთუ "ბევრი ადამიანისთვის შედეგები ძალიან ცუდი იქნება".