ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ზელენსკის თეთრ სახლში ხვდება


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ცოტა ხნის წინ თეთრ სახლში უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია ქვეყნის გარეთ, მას შემდეგ რაც რუსეთმა თებერვალში, უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები დაიწყო.

ორი ქვეყნის ლიდერები თეთრ სახლში თათბირობენ უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე და ქვეყნის სამომავლო დახმარებაზე. შემდეგ, ზელენსკი კონგრესში გადაინაცვლებს, შეხვდება მაღალი რანგის ამერიკელ კანონმდებლებს და მოგვიანებით კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებულ სესიას მიმართავს.

ამერიკის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზელენსკი პრეზიდენტმა ბაიდენმა მიიწვია მასთან, ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან და მის კაბინეტთან შესახვედრად. მისი თქმით, მოლაპარაკებები "სიღრმისეული სტრატეგიული დისკუსია იქნება ბრძოლის ველზე დაწინაურების სამომავლო გზაზე".

ორი პრეზიდენტი ასევე ისაუბრებს იმაზე, თუ რა აღჭურვილობითა და წვრთნებით შეუძლია შეერთებულ შტატებს და სხვა მოკავშირეებს უკრაინის დახმარება მიმდინარე ომში და ასევე ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე. „პრეზიდენტ ბაიდენს ექნება შესაძლებლობა, განამტკიცოს ამერიკის მხარდაჭრა და ეს არ ეხება მხოლოდ იმას, რაც ჩვენ აქამდე გავაკეთეთ, არამედ იმასაც, რასაც დღეს ვაკეთებთ და რასაც გავაგრძელებთ მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება“, - თქვა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

XS
SM
MD
LG