ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რიში სააკაშვილზე: "მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ დაკავებულ მოქალაქეებს ადამიანურად მოეპყროს"


ჯიმ რიში, ამერიკის რესპუბლიკელი სენატორი
ჯიმ რიში, ამერიკის რესპუბლიკელი სენატორი

მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, "ამერიკის ხმასთან" კომენტარი გააკეთა ამერიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა.

"ნებისმიერი მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ დაკავებულ მოქალაქეებს ადამიანურად მოეპყროს და მათი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა უზრუნველყოს",- ნათქვამია სენატორ რიშის წერილობით პასუხში.

მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, 9 დეკემბერს კომენტარი გააკეთა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც. აშშ-ის საგარეო უწყების თქმით, დეპარტამენტი "ძალიან ახლოდან აკვირდება [საქართველოს] ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობას".

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ყველა ძირითად უფლებაზე, მათ შორის, შესაბამისი მკურნალობის უფლებაზეც, პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა.

"ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანური უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა. სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ჩვენ განვაგრძობთ შესაბამის პირებთან სააკაშვილის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის ადვოკატირებას," - ეწერა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ჩვენთვის მოწოდებულ წერილობით განცხადებაში.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG