ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სავარაუდოდ, უკრაინის ომში 15 000-ზე მეტი ადამიანი დაიკარგა


უკრაინაში, რუსეთის მიმდინარე ომის დაწყებიდან დღემდე, 15 000-ზე მეტი ადამიანი დაიკარგა. ინფორმაციას "დაკარგულ ადამიანთა საერთაშორისო კომისია" ავრცელებს.

ჰააგაში მდებარე ორგანიზაცია, 1990-იან წლებში, ბალკანეთში არსებული ომების დროს შეიქმნა. თავიანთი პირველი ოფისი კიევში მათ 2022 წლის მაისში გახსნეს, რათა აღეწერათ ომის დროს გაუჩინარებული და დაკარგული ადამიანები.

ორგანიზაციის ევროპის პროგრამის დირექტორი, მეთიუ ჰოლიდეი ამბობს, რომ უცნობია, რამდენი ადამიანი გადაიყვანეს ძალით და დღემდე ტყვეობაში ჰყავთ რუსეთში. ასევე უცნობია მათი რიცხვიც, ვინც ცოცხლები არიან, მაგრამ დააშორეს ოჯახებს, ან გარდაიცვალნენ და მასობრივ სასაფლაოებში არიან დასაფლავებული.

უკრაინაში, ომში დაკარგულთა საქმეების გამოძიება წლების განმავლობაში გაგრძელდება, მას შემდეგაც კი, რაც ომი დასრულდება,- ამბობს ჰოლიდეი.

15 000 მხოლოდ სიმბოლური რიცხვია მაშინ, როდესაც ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ მხოლოდ მარიუპოლში, დაახლოებით 25,000 დაკარგული, ან მოკლულია.

XS
SM
MD
LG