ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი თებერვლიდან რუსული დიზელის იმპორტს აკრძალავს


5 თებერვლიდან, ევროკავშირი რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტს აკრძალავს, მათ შორის დიზელის. რუსული დიზელი ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნისთვის, ამ დრომდე ერთ-ერთი დასაყრდენია. მანამდე, დეკემბრიდან, ევროკავშირში რუსული ნედლი ნავთობი აიკრძალდება.

პამელა მანგერა, ენერგეტიკული სექტორის ანალიტიკური ფირმის, "ვარტექსას" ბაზრის უფროსი მკვლევარი ამბობს, რომ რუსული დიზელის საწვავის ტვირთი, რომელიც ამსტერდამ-როტერდამ-ანტვერპენის საწყობის რეგიონისთვისაა განკუთვნილი, 1-დან 12 ნოემბრამდე პერიოდში, დღეში, 215 000 ბარელამდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი, ოქტომბრის მონაცემებს 126%-თ აჭარბებს.

"რეფინიტივის" მონაცემებით, რუსულმა დიზელმა, ნოემბერში, ევროპის საგზაო საწვავის 44% შეადგინა, ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 39% იყო. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ევროპის ქვეყნები რუსეთიდან დიზელის იმპორტს ზრდიან.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსულ საწვავზე ევროკავშირის დამოკიდებულება, 50%-ზე მეტად შემცირდა, რუსეთის კვლავ რჩება კონტინენტზე დიზელის უმსხვილეს მიმწოდებლად.

„ევროკავშირს მოუწევს დღეში 500 – 600 ათასი ბარელის უზრუნველყოფა იმისთვის, რომ რუსული მოცულობა ჩაანაცვლოს. ევროკავშირი ჩანაცვლებას მიიღებს შეერთებული შტატებიდან, ასევე ახლო აღმოსავლეთიდან და ინდოეთიდან“ - აცხადებს „ფაქტს გლობალ ენერჯის“ ანალიტიკოსი, ევგენი ლინდელი.

XS
SM
MD
LG