ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პროკურატურა ყირიმელი თათარი აქტივისტისთვის 18 წლით პატიმრობას ითხოვს


Marlen Mustafaev
Marlen Mustafaev

რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში, პროკურორმა სასამართლოს ყირიმელი თათარი აქტივისტის, მარლენ მუსტაფაევისთვის 18 წლით პატიმრობის მისჯა მოსთხოვა. მას ბრალი ტერორიზმში ედება.

ყირიმელთა სოლიდარობის საჯარო ჯგუფმა 15 ნოემბერს განაცხადა, რომ პროკურორმა ვლადისლავ კუზნეცოვმა სამხრეთ სამხედრო ოლქის სასამართლოსადმი თავის თხოვნაში აღნიშნა, რომ მუსტაფაევმა სასჯელის პირველი 5 წელი საკანში უნდა გაატაროს და დანარჩენი კი - გამასწორებელ კოლონიაში. გათავისუფლების შემდეგ ორი წელი ის პირობით გათავისუფლებულის მსგავსად, კონტროლის ქვეშ იყოს.

მუსტაფაევი, სამ სხვა, ასევე ყირიმელ თათარ აქტივისტთან ერთად, თებერვალში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, მათი სახლების ჩხრეკის შემდეგ დააპატიმრეს. ყველას ბრალად დასდეს ისლამურ ჯგუფ ჰიზბ უთ-თაჰრირის წევრობა, რომელსაც რუსეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და რუსეთში აკრძალულია, უკრაინაში ის კანონიერად ფუნქციონირებს.

სამივემ თქვა, რომ ისინი აღმსარებელი მუსლიმები და კანონიერი ჯგუფის წევრები არიან.

2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის მიტაცების შემდეგ, რუსულმა ხელისუფლებამ ათობით ყირიმელი თათარი სხვადასხვა ბრალდებით გაასამართლა. უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, ამ ბრალდებათა უდიდესი ნაწილი გამოგონილია.

მოსკოვის მიერ ნახევარკუნძულის მიტაცების მიმართ ბევრმა ყირიმელმა თათარმა პროტესტი ღიად გამოხატა. ისინი რეგიონის მოსახლეობის მრავალრიცხოვან უმცირესობას შეადგენენ.

უფლებადამცველმა ჯგუფებმა და დასავლეთის მთავრობებმა დაგმეს, როგორც თვითონ აღწერენ, "ყირიმის, რუსების მიერ დასმული ხელისუფლების მხრიდან რეპრესიები", რომლის სამიზნეც თურქულად მოლაპარაკე ყირიმელი თათრების თემი და ის სხვა მოქალაქეები არიან, ვინც მოსკოვის მიერ ნახევარკუნძულის მიტაცების წინააღმდეგ აზრი გამოხატა.

XS
SM
MD
LG