ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანადამ ირანს ახალი სანქციები დაუწესა


მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ კანადამ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედა. აქამდე სანქცირებულთა სიას 25 ფიზიკური პირი და 9 სუბიექტი დაემატა, მათ შორის არიან ირანის რევოლუციის მცველთა კორპუსის და ირანის დაზვერვისა და უსაფრთხოების ოფიციალური პირები.

სანქცირებულთა შორის არის მოჰამედ-ჰოსეინ ბაგერი - ირანის შეიარაღებული ძალების უფროსი, გენერალ მაიორი ჰოსეინ სალამი ისლამური რევოლუციის გვარდიის მთავარსარდალი, ემაილ ქაანი ყუდსის ძალების მეთაური, ასევე ირანის ზნეობის პოლიციის თანამშრომლები და მისი ხელმძღვანელი მოჰამედ როსტამი ჩეშმე გაჩი.

ოტავაში მიაჩნიათ, რომ ირანში გრძელდება ადამიანის უფლებების დარღვევა, განსაკუთრებით კი სისტემური დევნაა ქალების მიმართ. კანადის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სწორედ ესაა გადაწყვეტილების უმთავრესი მიზეზები. კანადის სანქციები შეეხო ირანის სახელმწიფო ტელევიზიას და მის „ზნეობის პოლიციასაც“, რომელიც ჩაცმულობის მკაცრ კოდექსს და მის აღსრულებას აკონტროლებს.

„ჩვენი გზავნილი ირანისთვის ნათელია: ირანელი ქალების მუდმივი და სისტემური დევნა უნდა შეწყდეს“, - ამბობს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი და განმარტავს, რომ ჩადენილი დანაშაულები კარგად დოკუმენტირებულია და დამნაშავე პირები აუცილებლად აგებენ პასუხს კანონის წინაშე.

22 წლის მაჰსა ამინი მაშინ გარდაიცვალა, როცა ის ზნეობის პოლიციის მიერ იყო დაკავებული. ახალგაზრდა ქალის დაკავების მიზეზი ჰიჯაბის არასწორი ტარება იყო. გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ქალს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. ოფიციალური ირანი ამბობს, რომ ამინის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. ოფიციალურ ინფორმაციას ამინის ახლობლები არ იზიარებენ, მათი განცხადებით ამინი პოლიციის ძალადობას შეეწირა.

ირანელ ქალთა უფლებების მხარდამჭერი აქციები გრძელდება
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:43 0:00

მაჰსა ამინის გარდაცვალებას ირანსა და მსოფლიოში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. ირანში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მთავრობა ძალას იყენებს, რომელსაც დასავლეთში გადამეტებულად მიიჩნევენ და ხელისუფლებას პროტესტის ძალადობრივ ჩახსობაში ადანაშაულებენ. სანქციების პარალელურად ოტავაში ამბობენ, რომ კანადელი ხალხი ირანელი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებ მაშინ, როცა ისინი გამბედავად იბრძვიან თავიანთი უფლებებისა და ღირსებისთვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG