ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსები კვლავ ქვეყნის სასწრაფოდ დატოვებას ცდილობენ


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინასთან ომისთვის რეზერვისტების ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ქვეყნის გარეთ მიმართულებით ფრენებზე ბილეთების გაყიდვა კვლავ სწრაფი ტემპით გრძელდება. ასევე სწრაფად და უზომოდ იზრდება მათი ფასები.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა და ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ რუსეთიდან მომავალი ფრენები აკრძალა, თუმცა იმ დროს, როდესაც ზოგიერთი რუს მოქალაქეს ქვეყნის დატოვება სურს, ადგილები ფრენებზე ისეთი ქვეყნების მიმართულებით, როგორებიცაა სერბეთი და გაერთიანებული არაბული საემიროები, სწრაფად იწურება.

ოთხშაბათ დილისთვის, მოსკოვიდან ბელგრადის მიმართულებით 9 ოქტომბრამდე ყველა ბილეთი გაყიდულია, თუმცა ვარიანტები და ფასები დღის განმავლობაში სწრაფად იცვლებოდა.

Air Arabia-ს ფრენები მოსკოვიდან სტამბოლის მიმართულებით, შემდეგ ხუთშაბათამდე გაყიდულია და ზოგიერთი ვარიანტი, რომელიც ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია, „გუგლის“ ფრენების მონაცემების თანახმად, 796 ამერიკული დოლარის ექვივალენტი ღირს, რაც ტიპიურ ფასზე ბევრად მაღალია.

"აზერბაიჯანის ავიახაზებში", რომელიც ასევე მოსკოვიდან სტამბოლის მიმართულებით, ბაქოს გავლით დაფრინავს, მომავალ კვირამდე ერთი მიმართულებით ფრენის ფასები 1 000 დოლარზე მეტია.

რუსების ნაწილი ქვეყნიდან თებერვლის ბოლოს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ გავიდა. თუმცა, დღეს ათასობით რუსის ქვეყნიდან სწრაფი და მასობრივი გასვლა აშკარად მას შემდეგ დაიწყო, რაც კრემლმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG