ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ათასობით რუსს, ომის ხორცსაკეპ მანქანაში ჩააგდებენ" - რუსეთში დემონსტრაციები იგეგმება


ომის საწინააღმდეგო პროტესტი სანკტ პეტერბურგში, 2 მარტი, 2022.
ომის საწინააღმდეგო პროტესტი სანკტ პეტერბურგში, 2 მარტი, 2022.

300 000 რეზერვისტის მობილიზების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადების შემდეგ, რუსული ოპოზიცია თანამოქალაქეებს მასობრივი საპროტესტო აქციების მოწყობისკენ მოუწოდებს.

პუტინმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ბრძანება გასცა და მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიების ანექსიის გეგმას. ამასთან, პუტინმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ ფანდი არ იყო, როცა მან თქვა, რომ რუსეთის დასაცავად, მზად იყო ბირთვული იარაღი გამოეყენებინა.

რუსული ოპოზიციის მთავარი ლიდერი, ალექსი ნავალნი, რომელიც ახლა სასჯელს საპატიმრო დაწესებულებაში იხდის, ამბობს, რომ პუტინი წარუმატებელ ომში სასიკვდილოდ, კიდევ უფრო მეტ რუსს აგზავნის.

„აშკარაა, რომ კირიმინალური ომი უარესდება და პუტინი ამაში რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვას ცდილობს“ - აცხადებს ნავალნი ვიდეომიმართვაში, რომელიც ციხეში მისმა ადვოკატებმა ჩაწერეს და გამოაქვეყნეს. „პუტინს ამ სისხლში ასობით ათასი ადამიანის ამოსვრა სურს“ - ამბობს ნავალნი.

24 თებერვალს, უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, პუტინის ხელისუფლებამ რუსეთში ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები დაარბია, ბრძოლა გამოუცხადა განსხვავებულ აზრს და თავისუფალ მედიას. ამასთან, მიიღო კანონი, რომელიც რუსი სამხედროების შესახებ „ყალბი ამბების“ გავრცელება, 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რუსეთში დღემდე აკრძალულია უკრაინაზე რუსეთის თავდასხმისთვის "ომის" წოდება, მას ახლაც "სპეცოპერაციას" უწოდებენ.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია კრემლის კრიტიკოსებს მოღალატეებად აცხადებს, რომლებიც მათი მტკიცებით, ანაზღაურებას დასავლეთისგან იღებენ. პუტინი კი აცხადებს, რომ ქვეყანა უკრაინის გამო, დასავლეთთან ბრძოლაშია. მისი მტკიცებით, შეერთებული შტატები და მოკავშირეები, უკრაინას რუსეთის განადგურებისთვის იყენებს.

ანტისაომარი მოძრაობის წარმომადგენლებმა, რუსეთში ქუჩის საპროტესტო აქციების შესახებ გააკეთეს მოწოდება, რომელიც მობილიზაციის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

„ეს ნიშნავს, რომ ათასობით რუს მამაკაცს - ჩვენს მამებს, ძმებს და ქმრებს, ომის ხორისაკეპ მანქანაში ჩააგდებენ. ახლა ომი ყველას სახლში და ყველას ოჯახში მოვიდა“ - აცხადებს ომის მოწინააღმდგეთა კოალიცია „ვესნა“. კოალიცია მოუწოდებს რუსებს, რომ ისინი ოთხშაბათს რუსეთის დიდი ქლაქების ქუჩებში გამოვიდნენ.

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან პირველ დღეებში, რუსულმა პოლიციამ ქუჩებში გამოსული მინიმუმ 16 000 დემონსტრანტი დააკავა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG