ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი: "განვიხილეთ ომის დასრულების შესაძლო გზები"


თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი ლვივში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ერდოღანმა თქვა, რომ მან რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესაძლო გზები განიხილა.

სამმხრივი შეხვედრის დასრულების მერე ერდოღანის თქმით, მხარეებმა იმ პოზიტიური ატმოსფეროს ფონზე ისაუბრეს, რომელიც გაეროს შუამავლობით ხორბლის ექსპოტის შეთანხმებით იქნა მიღწეული და ამ გარემოში მდგრადი მშვიდობის ჩამოსაყალიბებლად იმსჯელეს.

მან ასევე დასძინა, რომ ლიდერებმა განიხილეს ომის პატიმართა გაცვლის საკითხი რუსებსა და უკრაინელებს შორის. ერდოღანი ამბობს, რომ ის ამ საკითხს ასევე განიხილავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს.

XS
SM
MD
LG