ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ატომური ელექტრო სადგურის ოკუპაციას აგრძელებს და უკრაინას პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს


რუსეთმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფის საფრთხე არსებობს. კრემლმა კიევი და დასავლეთი იქ „პროვოკაციის“ დაგეგმვაში დაადანაშაულა გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის უკრაინაში ვიზიტის დროს.

უკრაინა უარყოფს მოსკოვის ბრალდებას, მას ცინიკურს უწოდებს და აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა უნდა დატოვონ ელექტრო სადგურის ტერიტორია, რომელიც თითქმის ექვსი თვის წინ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიაკვეს.

ზაპორიჟიის ატომური რეაქტორის კომპლექსი, რომელიც ყველაზე დიდია ევროპაში, სისტემატიურად იბომბება, რასაც მოსკოვი და კიევი ერთმანეთს აბრალებენ.

რუსეთი ამბობს, რომ უკრაინული ძალები სადგურის მიმართულებით ისვრიან, მაგრამ უკრაინა ამბობს, რომ რუსეთი განზრახ იყენებს რეაქტორის კომპლექსს, როგორც სამხედრო ბაზას უკრაინის მოსახლეობაზე თავდასხმების განსახორციელებლად.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გაეროს გენერალური მდივნის წინადადება ატომური ელექტრო სადგურის მიმდებარე ტერიტორიის დემილიტარიზაციის შესახებ რუსეთისთვის "მიუღებელია".

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვი ღებულობს ზომებს კომპლექსში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და უარყო ფაქტი, რომ რუსულმა ჯარმა ის მძიმე იარაღი განათავსა.

XS
SM
MD
LG