ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუტერეში ლვივში ზელენსკის შეხვდა


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლვივში გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ რუსული ძალების მიერ ზაპორიჟიის ბირთვული სადგურის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.

მისი თქმით, ანტონიო გუტერეშთან მან ის შეთანხმება განიხილა, რომელმაც გლობალური სასურსათო კრიზისის შემსუბუქება უნდა უზრუნველყოს. ზელენსკის თქმით, ამ შეთანხმებით მხარეები ახდენენ ასევე იმის კოორდინაციას, რომ უკრაინული ექსპორტი გაგრძელდება.

რუსულმა ძელბმა აღნიშნული ელექტრო სადგური მარტში დაიკავეს, ცოტა ხნის შემდეგ, რაც უკრაინაში ვლადიმირ პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" დაიწყო.

შიშები ბოლო რამდენიმე კვირაა უფრო გაღრმავადა ზაპორიჟიის ბირთვული ობიექტის უსაფრთხოებასთან და იქ ფუკუშიმას რეაქტორის აფეთქების მსგავსი შემთხვევის განმეორების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ეს კი განსაკუთრებით იქ რისკების მატების კვალდაკვალ, როცა უკრაინული და რუსული მხარეები ურთიერთს აბრალებენ სადგურის დაბომბვას.

გუტერეშმა, რომელიც ახლა უკრაინას სტუმრობს, ერთი თვის წინ ამ ელექტრო სადგურიდან სამხედრო თანამშრომლების და დანადგარების გატანისკენ და ასევე "დემილიტარიზაციის პერიმეტრის" შექმნისკენ მოუწოდა.

რუსეთის საგარეო სამინისტროს წარმომადგენელმა ივან ნიჩაევმა დღეს ბრიფინგზე ამ წინადადებას "მიუღებელი" უწოდა.

XS
SM
MD
LG