ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი დონეცკს ბომბავს


უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მეხუთე თვე ახალ ფაზაში შევიდა. ლუჰანსკის რეგიონის აღების შემდეგ, რუსეთი დონეცკის რეგიონს ბომბავს. ამით, რუსული ძალები ცდილობს გზა გაუხსნას ჯავშანტექნიკას, რითიც მეტი ტერიტორიის დაკავებას შეეცდება.

„სლოვიანსკი და კრამატორსკი დაბომბეს. ეს ქალაქები ახლა მტრის თავდასხმის მთავარი ხაზია ლიმანის მიმართულებით... დონეცკის რეგიონში არ არსებობს უსაფრთხო ადგილი, რომელიც არ იბომბება“ - აცხადებს დონეცკის გუბერნატორი, პავლო კირილენკო.

რუსეთის თავდაცვის უწყება კვლავ ირწმუნება, რომ მათი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა არაა და აცხადებს, რომ დონეცკში სარდლობის ცენტრებისა და არტილერიის გასანადგურებლად, მაღალი სიზუსტის იარაღი გამოიყენა.

ლუჰანსკის გუბერნატორი, სერჰიი ჰადაი ამბობს, რომ უკრაინელმა ჯარმა, რომლებმაც ქალაქი ლისიჩანსკი რამდენიმე დღის წინ დატოვა, ახლა თავდაცვის ხაზები დონეცკში გაამაგრეს.

ვლადიმირ პუტინმა, იმ რუს ჯარისკაცებს მიმართა, რომლებიც მანამდე ლუჰანსკის რეგიონის ასაღებათ იბრძოდნენ და მოუწოდა „სამხედრო მზადყოფნის აღსადგენად დაისვენონ.“

სააგენტო „როიტერის“ ჟურნალისტი, რომელიც ორშაბათს ქალაქ ლისიჩანსკში იმყოფებოდა აცხადებს, რომ ქალაქი სადაც ადრე 100 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, ახლა განადგურებულია.

XS
SM
MD
LG