გასულ კვირას, ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებით, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღეს. აქამდე ტრიოში მყოფი საქართველო კი კვლავ მოლოდინის რეჟიმშია. ევროპელი ლიდერები ამბობენ, რომ საქართველოს აქვს შანსი მიიღოს კანდიდატის სტატუსი, თუმცა ამისთვის ქვეყანამ 12-პუნქტიანი მოთხოვნები უნდა შეასრულოს. ევროსაბჭო ქვეყნის პროგრესს 6 თვეში, 2022 წლის ბოლოს გადახედავს.
რატომ ვერ მიიღო საქართველომ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად კანდიდატის სტატუსი? რა მოთხოვნები აქვთ ევროპარლამენტარებს საქართველოს მთავრობის მიმართ და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ამ თემებზე "ამერიკის ხმაის" ჟურნალისტი, მარიამ უგრხელიძე, ანდრიუს კუბილიუსს, ევროპარლამენტარს და ლიეტუვის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ესაუბრა.
რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა და რატომ იყო მისი მიღება ასე მნიშვნელოვანი?
ბატონმა ღარიბაშვილმა დაიწყო ოპოზიციის და სხვების დადანაშაულება. ამან გვაჩვენა, რომ პრემიერ-მინისტრი პოლარიზაციის შემცირებას კი არა, მის გაღრმავებას აპირებს. ეს ჩანდა, როგორც მიზანმიმართული ქმედება, რათა საქართველოს შეუმცირონ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი.
პირველ რიგში, საქართველოს შეუძლია შეხედოს ლიეტუვას, ბალტიის ქვეყნებს, ცენტრალური ევროპის ქვეყნების მაგალითს. შეგახსენებთ, რომ 1999 წელს, მოლაპარაკებების დაწყებამდე, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, ე.წ. მსიყდველობიუთუნარიანობაში, ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო მაჩვენებლის მხოლოდ 39% იყო. ახლა, როდესაც შევძელით ევროკავშირში გაერთიანება და ერთიან ბაზარზე წვდომა გვაქვს, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 90%-ს აღწევს.
ასე რომ ის, რასაც ევროკავშირის წევრობა გარანტირებულად იძლევა ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნებისთვის არის: ზრდა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და რა თქმა უნდა, დემოკრატიული არეალის გაფართოება.
თუ შევხედავთ 90-იანი წლების გამოცდილებას, ვერცერთმა ქვეყანამ, რომელმაც დატოვა საბჭოთა კავშირი, ვერ შეძლო, რომ პოსტ საბჭოთა პერიოდში მიეღწია კეთილღეობისა და ზრდისთვის, ევროკავშირში ინტეგრაციის გარეშე.
საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ვიცით ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობას ძალიან უნდა ევროკავშირში გაწევრიანება და ამ სურვილს ჩვენც ვიზიარებთ და ამიტომაც ვცდილობთ დავეხმაროთ საქართველოს მიაღწიოს ამ მიზანს.
იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში ომია და საქართველო იმ ქვეყნების რიცხვშია, რომლებიც რუსეთის მხრიდან წნეხის და საფრთხის ქვეშაა, ხომ არ ჯობდა, რომ საქართველოსთვის ახლავე მიგეცათ კანდიდატის სტატუსი იმის ნაცვლად, რომ წლის ბოლომდე მოგეცადათ?
ამის გაკეთება შესაძლებელი იქნებოდა, თუ საქართველოს მთავრობა არ დაუშვებდა იმ შეცდომებს, რომელებზეც უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ვსაუბრობთ. ევროკავშირის წევრობა, ან თუნდაც კანდიდატის სტატუსის მიღება, მოითხოვს, რომ ქვეყანა გარკვეულ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდეს. მხოლოდ სურვილის ქონა ქვეყნის მხრიდან საკმარისი არაა. საჭიროა რომ ქვეყანა კონკრეტულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს.
ჩვენ ვერ შევცვლით გადაწყვეტილებებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა და საქართველოს პარლამენტი მიიღებს. ჩვენ ვერ მივიღებთ ამ გადაწყვეტილებებს ქართველი ოფიციალური პირების ნაცვლად.
სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წელი საქართველოსთვის, როგორც ქვეყნისთვის არ იყო წარმატებული, ვინაიდან მთავრობამ და პოლიტიკურმა ელიტამ ვერ შეძლო ერთობლივი ძალების მობილიზება იმ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც თავიდანვე ძალიან ნათელი იყო. ასე რომ კომისიის კრიტიკული შენიშვნები და მოსაზრებებები საქართველოს პოლიტიკურ პოლარიზაციაზე, სასამართლოს რეფორმირებაზე, ეს არ არის საქართველოსთვის წინაღობის შემქნა.
ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას, ქვეყნის მთავრობასთან, პასუხისმგებლიან მთავრობასთან ერთად, შეუძლია, რომ წლის ბოლომდე მიზანს მიაღწიოს. ეს მოხდება, თუ ისინი ძალიან ნათლად გაიაზრებენ საკუთარ შეცდომებს და დაიწყებენ მოქმედებას სიტუაციის შესაცვლელად.
მოცემულ მომენტში, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მთავრობა ოპოზიციაზე ცდილობს ბრალის გადატანას და ეს არაა ის, რაც ევროკავშირის პარლამენტის წევრები ელიან საქართველოს ხელისუფლებისგან
რეკომენდაციების რამდენიმე პუნქტიან ჩამონათვალში, რომელიც ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გადასცეს, ერთ ერთი მოთხოვნაა ქვეყნის "დეოლიგარქიზაცია". ვის და რას გულისხმობთ ამაში და როგორ ხედავთ ამ პუნქტის შესრულების გზას?
ვფიქრობ საიდუმლო არაა, რომ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება და ზოგადად, საქართველოში მიმდინარე მოვლენები დიდწილად დამოკიდებულია ერთ ადამიანზე და ეს ბიძინა ივანიშვილია. ასეთი ტენდენცია ძალიან ბევრ პრობლემას უქმნის საქართველოს და ბევრ წინააღმდეგობას უქმნის იმისთვის, რომ წინ წავიდეს და გახდეს ნორმალური, საშუალო ევროპული ქვეყანა. ვერცერთ ევროპულ, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ვერ ნახავთ ერთი, მდიდარი ადამიანის გავლენას, რომელმაც საკუთარი პოლიტიკური სტრუქტურა შექმნა. ასეთი წყობა და მოვლენების განვითარება არ არის და ვერც იქნება დემოკრატიის ისეთი ფორმა, რომელიც კოპენჰაგენის კრიტერიუმებს შეესაბამება.
სწორედ ასეთი გავლენისა და ასევე იმის გამო, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ზოგიერთ რუს ოლიგარქს შორის შესაძლოა არსებობდეს ურთიერთობა, ევროპარლამენტმა და მისმა რეზოლუციამ წამოჭრა საკითხი, ხომ არ უნდა დაედოს მას სანქცია ასეთი ქმედებებისთვის.
სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წელი საქართველოსთვის, როგორც ქვეყნისთვის არ იყო წარმატებული, ვინაიდან მთავრობამ და პოლიტიკურმა ელიტამ ვერ შეძლო ერთობლივი ძალების მობილიზება იმ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც თავიდანვე ძალიან ნათელი იყო.
კიდევ ერთხელ, ამაში არაფერია განსაკუთრებული. სულ ცოტა ხნის წინ, ამერიკამ სანქციები დაადო ლატვიელ ოლიგარქს და რამდენიმე პირს ევროკავშირის შიგნით. სწორედ ესაა გზა, რითიც სხვა ქვეყნები ცდილობენ დაეხმარონ სამოქალაქო საზოგადოებას და ზოგადად, ერებს, სადაც ოლიგარქების მძიმე გავლენაა.
როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე დიდი პრობლემა, ყველაზე დიდი წინააღმდეგობა, რაც საქართველოს ხელს უშლის კანდიდატის სტატუსის მიღებისგან?
მე ყველაზე დიდ ყურადღებას გავამახვილებდი პირველ პუნქტზე, რომელიც საქართველოს შესახებ, საბჭოს მიერ ჩამოყალიბებულ ანგარიშშია ნახსენები. ვგულისხმობ, ე.წ. პოლარიზაციას, პოლიტიკური ცხოვრების პოლარიზაციას.
პირველ რიგში, მთავრობამ უნდა იფიქროს საკუთარ შეცდომებსა და პასუხისმგებლობებზე. ძალიან გაკვირვებული ვიყავი, როდესაც მას შემდეგ, რაც ევროსაბჭოს მოსაზრება ღიად გამოქვეყნდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ღარიბაშვილი მივიდა პარლამენტში და იმის ნაცვლად, რომ ესაუბრა იმაზე, რას გააკეთებს მთავრობა პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად, ბატონმა ღარიბაშვილმა დაიწყო ოპოზიციის და სხვების დადანაშაულება. ამან გვაჩვენა, რომ პრემიერ-მინისტრი პოლარიზაციის შემცირებას კი არა, მის გაღრმავებას აპირებს. ეს ჩანდა, როგორც მიზანმიმართული ქმედება, რათა საქართველოს შეუმცირონ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი.
ასეთი სიტუაცია უნდა შეიცვალოს და ამას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ სამოქალაქო საზოგადოებამ და საქართველოს განვითარებაში ჩართულმა პასუხისმგებლიანმა მოთამაშეებმა. საკმარისი არ არის მხოლოდ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობა შეცვლის თავის ქმედებებს და აღარ იქნება პოლიტიკური პოლარიზაცია. სამწუხაროდ, გასული წლების განმავლობაში, მთავრობა მუდმივად ზრდიდა სიძულვილისა და პოლარიზაციის ენას და ამიტომაც ახლა საჭიროებაა არა მხოლოდ განცხადებების კეთების, არამედ მოქმედების.
სამოქალაქო საზოგადოების, რომელიც დიდ აქციებს აწყობს, შეთავაზებას სერიოზულად შევხედავდი. მათი შემოთავაზებაა, რომ ახალი, ეროვნული თანხმობის მთავრობა დაუყოვნებლივ ჩამოყალიბდეს საქართველოში, რათა აჩვენონ ქართველ ხალხსა და საერთაშორისო საზოგადოებასაც, რომ საქართველომ გაიაზრა საკუთარი შეცდომები და მზადაა, რომ გადალახოს პოლარიზაცია ნათელი ქმედებებით, ეს ქმედება კი არის ეროვნული თანხმობის, ერთობის მთავრობის ჩამოყალიბება.
თქვენ ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებაზე ისაუბრეთ, თუმცა, პოლარიზაცია ვერ დასრულდება ორივე მხარის ჩართულობის გარეშე. სად და როგორ ხედავთ ოპოზიციის როლს, თუნდაც ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაში, ზოგადად, მთლიანად ამ პროცესში?
ოპიზიცამ, რა თქმა უნდა, უნდა გაიაზროს თავისი შეცდომები. მაგრამ ეს არ უნდა ათავისუფლებდეს მთავრობას პასუხისმგებლობისგან, რომელიც ნამდვილად ძალიან აქტიური იყო სიძულვილის, დასჯის ენის შემოტანაში და ა.შ .
მე ახლა დავაკვირდებოდი არა მარტო იმას, როგორ მოიქცევა ოპოზიცია და შემდეგ რა რეაქცია ექნება ამაზე მთავრობას, არამედ იმას, რა შეთავაზება ექნება ოპოზიციას.
მთავრობა ოპოზიციას დაადანაშაულებს, ოპოზიცია მთავრობას, მაგრამ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეუძლია ითამაშოს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც არც მმართველ პარტიასთანაა დაკავშირებული და არც ოპოზიციასთან. ის შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, დამოუკიდებელი მოთამაშე საქართველოს მომავლის გადაწყვეტის საკითხში.
საქართველოს შეუძლია მიიღოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ახლა და შეუერთდეს უკრაიანასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიღებაში და გადავიდეს მოლაპარაკებების ეტაპზე, ან საქართველოს შეუძლია ჩაიკარგოს ამ პოლარიზაციაში და ერთმანეთის დადანაშაულებაში, თუ ვინაა დამნაშავე, რომ საქართველო ასეთ მდგომარეობაშია.
გამოსავალს სამოქალაქო საზოგადოებაში, დამოუკიდებელ ხალხში, ახალ ლიდერებში ვხედავ, ვისაც შეუძლიათ ძალიან გასაგებად ისაუბრონ და თქვან, რომ მომავალში ყველაფერი სხვაგვარად უნდა წავიდეს.
ხალხის ნაწილი ამბობს, რომ ევროპელი ლიდერების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ ნიშნავს, რომ ევროკავშირმა, ევროპამ ქვეყანა მიატოვა. რას იტყვით ამაზე?
მინდა დავინახო საქართველოს მთავრობისგან, ოპოზიციისგან, სამოქალაქო საზოგადოებისგან ნათელი სამოქმედო გეგმები.
ეს პირიქითაა. ჩვენ რომ საქართველოს მიტოვება გვდომოდა, მაშინ არ გვექნებოდა ასეთი სერიოზული რეაგირება შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. საქართველო, მისი მომავალი და მისი ხალხი, მნიშვნელოვანია ყველა ევროპელისთვის- ლიეტუველებისთვის, ბალტიის ქვეყნებისთვის, ცენტრალური ევროპისთვის, გერმანიისთვის, საფრანგეთისთვის და სხვებისთვის. მაგრამ იმისთვის, რომ საქართველო წინ წავიდეს და გახდეს ევროკავშირის წევრი, რაც იმედი გვაქვს, რომ მოხდება, ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს იმით, რომ კრიტიკული კომენტარები გავაკეთოთ დაშვებულ შეცდომებზე, რომლებსაც ჩადიან. ეს შეცდომები უნდა გამოასწორონ, სიტუაცია უნდა გაუმჯობესდეს და ესაა ჩვენი დახმარება და რჩევა საქართველოსთვის.
ყველა მოთხოვნა, რომელიც საქართველოს გადაეცა პოლარიზაციის დასრულების, სასამართლო რეფორმების, თუ სხვა ცვლილებების შესახებ, ქვეყნისთვის უკვე წლებია, რაც პრობლემას წარმოადგენს. ევროკომისიამ თქვა, რომ პროგრესს 2022 წლის ბოლოს შეამოწმებენ. რამდენად რეალურად გეჩვენებათ ეს ვადა პრობლემების აღმოსაფხვრელად?
მინდა დავინახო საქართველოს მთავრობისგან, ოპოზიციისგან, სამოქალაქო საზოგადოებისგან ნათელი სამოქმედო გეგმები. ისინი შესაძლოა სხვადასხვა იყოს და ასევე შექმნილი სხვადასხვა ჯგუფების მიერ, იქნება ეს მთავრობა, ოპოზიცია, თუ სამოქალაქო საზოგადოება. გეგმა იმისა, რას აპირებენ რომ გააკეთონ იმისთვის, რომ შეასრულონ ეს მოთხოვნები წლის ბოლომდე.
ვერ ვხედავ ისეთ მოთხოვნას, რომელიც შესასრულებლად რთული იქნება. როგორც ვიცი, ზოგიერთი მოთხოვნა მოიცავს კანონის შეცვლას, ინსტიტუციების გაძლიერებას და ამის შესაბამისი კანონპროექტები უკვე არსებობს, ზოგი მათგანის განხილვაც დაიწყო პარლამენტშიც. მარტივად რომ ვთქვათ, საჭიროა პოლიტიკური ნების არსებობა. ეს ნება კი უნდა მოდიოდეს იქიდან, რომ პირველ რიგში გაიაზრონ, რომ შეცდომები, რომლებსაც უშვებდნენ, აღარ უნდა დაუშვან. როგორც მესმის, სწორედ ამას თხოვს ქართველი ხალხი მთავრობას, ოპოზიციას, პარლამენტს და იმედი მაქვს, რომ პირველ რიგში, თავიანთ ხალხს ანგარიშვალდებულების მქონე პირები კარგად მოუსმენენ.
რა მოხდება მაშინ, თუ საქართველო ვერ შეძლებს წლის ბოლომდე ყველა მოთხოვნის, რეკომენდაციის შესრულებას და არ გადადგამს ნაბიჯებს, რომელებსაც ევროკავშირის ლიდერები ქვეყნისგან ელოდებიან?
ჩვენ ვერ შევცვლით გადაწყვეტილებებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა და საქართველოს პარლამენტი მიიღებს. ჩვენ ვერ მივიღებთ ამ გადაწყვეტილებებს ქართველი ოფიციალური პირების ნაცვლად.
ქვეყანაში დემოკრატიაა, რაც მარტივად რომ ვთქვათ ნიშნავს ძალაუფლებას ხალხის ხელში. დემოკრატიას ჭირდება რომ იცვლებოდეს, დემოკრატია იარაღია, რომლითაც მთავრობის შეცდომები სხვადასხვა გარემოებაში სხვაგვარად უნდა იცვლებოდეს. ამიტომ მთავრობამ, ნამდვილად, უნდა მოუსმინოს. იმას, რას ითხოვს. ეს არის დემოკრატიის უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი.