ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შოლცი: პუტინს დემოკრატიის ეშინია


"რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შიშობს, რომ მის ქვეყანაში დემოკრატიის ნაპერწკალი მთელ ქვეყანაში გავრცელდება", - აბობს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. მისივე თქმით, პუტინი ევროპის დაყოფას და მსოფლიოს გავლენის სფეროებად დანაწილების ეპოქაში დაბრუნებას ცდილობს.

შოლცმა ამის შესახებ გამოცემა Muenchner Merkur-თან ინტერვიუს დროს ისაუბრა, როდესაც მას ჰკითხეს, დაუშვებდა თუ არა რუსეთი უკრაინის მეტ დაახლოებას ევროკავშირთან. ინტერვიუ სამთავრობო ვებ-გვერდზე ორშაბათს გამოქვეყნდა.

"რუსეთის პრეზიდენტმა უნდა გაიგოს, მიიღოს ის, რომ მის სამეზობლოში არსებობს კანონზე დაფუძნებული დემოკრატიების საზოგადოება, რომელიც კიდევ უფრო მეტად უახლოვდება ერთმანეთს. მას ნამდვილად ეშინია დემოკრატიის ნაპერწკლის გავრცელებისა მის ქვეყანაში", - ამბობს შოლცი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი მარია ზახაროვამ მის კომენტარებზე პასუხად სოციალურ მედიაში დაწერა: "გერმანული ნაპერწკლები ჩვენზე უკვე რამდენჯერმე გავრცელდა. მეტ ცეცხლს ჩვენ აღარ დავუშვებთ".

ევროკომისიამ გასულ კვირას უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია გასცა. შოლცი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას მხარს თავადაც უჭერდა. მისი თქმით, სავარაუდოდ ენერგიაზე მზარდი ფასები კვლავ დიდხანს იქნება პრობლემა და უარყო რუსეთის მტკიცება, რომ გაზის მიწოდებას სანქციები უშლის ხელს.

XS
SM
MD
LG