ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბენ სტილერი ზელენსკის: ჩემი გმირი ხართ!


ჰოლივუდის მსახიობი და გაეროს კეთილი ნების ელჩი, ბენ სტილერი, უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. "თქვენ ჩემი გმირი ხართ",- უთხრა კიევში შევხედრისთანავე ბენ სტილერმა ვოლოდიმირ ზელენსკის.

"ის რაც თქვენ გააკეთეთ, ის, როგორც თქვენ მართავთ ქვეყანას, მსოფლიოს, ნამდვილად შთამაგონებელია",- უთხრა სტილერმა ზელენსკის. სტილერმა და ზელენსკიმ იმაზეც ისაუბრეს, რომ ორივეს კომედიური მსახიობის კარიერა აქვს გავლილი.

ბენ სტილერი მსახიობის კარიერის გარდა, 2018 წლიდან გაეროს კეთილი ნების ელჩიცაა. სტილერის ვიზიტი ზელენსკის ოფისში, მსოფლიო ლტოლვითა დღეს დაემთხვა.

შინ დაბრუნებული უკრაინელები
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:24 0:00

სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, ზელენსკიმ და სტილერმა დროებით, იძულებით გადადგილებული ადამიანების საჭიროებებზე ისაუბრეს. ამერიკელი მსახიობი პრეზიდენტთან შეხვედრამდე ლტოლვილებს შეხვდა უკრაინასა და პოლონეთში.

სტილერმა და ზელენსკიმ ასევე "განიხილეს უკრაინის ხელისუფლების შემდგომი თანამშრომლობის გზები გაეროსთან".

ზელენსკისთან შეხვედრამდე სტილერი ირპინში იყო ჩასული და კიევის ნაომარი გარეუბანს ესტუმრა. "ვგრძნობ, რომ ძალიან რთულია რეალურად იმის გაგება რა ხდება, თუ აქ ნამყოფი არ ხარ",- თქვა ბენ სტილერმა.

XS
SM
MD
LG