ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მსოფლიოს წამყვანმა ძალებმა არ უნდა აიძულონ უკრაინა, ხელი მოაწეროს ცუდ სამშვიდობო შეთანხმებას რუსეთთან. ბორის ჯონსონმა აღნიშნული განცხადება დღეს, გაერთიანებული სამეფოს მინისტრთა კაბინეტთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
ბრიტანეთის თავდაცვის უწყების მიერ დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით, პოპასნას მიმართულებით უკრაინის მიერ მიერ მიღწეული პროგრესი, ბოლო კვირის განმავლობაში ჩიხში შევიდა. რუსეთის მიერ იზიუმის ინტენსიური დაბომბვა კი იმაზე მიუთითებს, რომ ჩრდილოეთით შეტევა ისევ განახლდება - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" გავრცელდა.
"რუსეთს თითქმის დანამდვილებით დასჭირდება გარღვევის მიღწევა ერთ-ერთი მთავარი მიმართულებით მაინც, რათა ეს ტაქტიკურ წინსვლად იქნას აღქმული, დონეცკის ოლქის სრულად გაკონტროლების პოლიტიკური მიზნის მხრივ" - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის უწყებამ.
Facebook Forum