ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის პრეზიდენტი და პირველი ლედი უვალდეში იმყოფებოდნენ


ტეხასის შტატის ქალაქ უვალდეში, სადაც გასულ კვირას თავდამსმხელმა 19 ბავშვი და 2 ზრდასრული ადამიანი მოკლა, კვირას პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი ჩავიდნენ.

ჯილ და ჯო ბაიდენები ტრაგედიის ადგილზე 7 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ სკოლასთან ყვავილები მიიტანეს, შემდეგ კი დაღუპულთა ოჯახის წევრებს შეხვდნენ. მოგვიანებით ისინი კათოლიკურ ეკლესიაში გამართულ წირვას დაესწრნენ.

ვიზიტის დროს ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ დაიწყება საპოლაციო ორგანოების თანამშრომლების გადამზადება, რათა პოლიციას ასეთი შემთხვევების დროს, უფრო სწრაფი და ეფექტური რეაგირების საშუალება ჰქონდეს.

გასულ კვირას უვალდეში დაწყებული სროლის დროს, პოლიციას რეაგირებისთვის ერთ საათზე მეტი დრო დასჭირდა, რამაც საზოგადოებაში უკმაყოფილება და კითხვის ნიშნები გააჩინა. ტეხასში ყოფნის დროს პრეზიდენტი ბაიდენი სწრაფი რეაგირების სამსახურების თანამშრომლებსაც შეხვდა.

უვალდეს დაწყებით სკოლას თავს 18 წლის სალვადორ რამოსი დაესხა თავს. მანამდე მან ბებია მოკლა და როგორც გუბერნატორმა გრეგ ებოტმა თქვა, რამოსი თავდასხმის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში წინასწარ აქვეყნებდა.

სკოლაზე თავდასხმის დროს რამოსმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და ის ორმხრივი სროლის დროს მოკლეს. თავდამსმელს რეგისტრირებული ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონია, თუმცა ნათესავები ამბობენ, რომ ბოლო დროს მას ემოციების კონტროლი უჭირდა.

დაწყებით სკოლაზე მომხდარ თავდასხმაში 21 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა. ექიმები ამბობენ, რომ ამჟამად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ეს მასობრივი მკვლელობების მეორე შემთხვევაა ბოლო ერთი თვის განმავლობაში. მანამდე, ნიუ-იორკის შტატში, თეთრკანიანმა მამაკაცმა მაღაზიაში ცეცხლი გახსნა და 19 ფერადკანიანი ადამიანი მოკლა.

გამომდინარე იქიდან, რომ შეერთებულ შტატებში წლების მანძილზე ასეთი ტიპის თავდასხმები და მასობრივი მკვლელობა ხშირია, ამერიკელი კანონმდებლების ნაწილი ცდილობს, რომ იარაღზე კონტროლი გაამკაცროს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG