ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ცდილობს ქალაქი ლისაჩანსკი და სევეროდონეცკი აიღოს


უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც რუსულმა ჯარმა ხარკივი ვერ აიღო, ახლა მოსკოვის მთელი ყურადღება ღმოსავლეთით დონბასის რეგიონზეა გადატანილი. გასული 24 საათის განმავლობაში რუსული ჯარის მთავარი სამიზნე უკრაინის ორი ქალაქი ლისაჩანსკი და სევეროდონეცკი იყო, რომელიც კიევის ინფორმაციით გასული 24 საათის განმალობაში ძლიერ დაიბომბა.

უკრაინელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ორივე ქალაქი ნაღმტყორცნებით იბომბებოდა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები. კიევში ამბობენ, რომ მოკლულია მშვიდობიანი მოქალაქეები, ნაწილმა კი გაქცევა მოახერხა.

ლუჰანსკის რეგიონის გუბერნატორი ამბობს, რომ დაიღუპა 6, ხოლო დაშავდა სულ ცოტა 8 მშვიდობიანი მოქალაქე.

ახლა დონბასის რეგიონში გადამწყვეტი როლი სწორედ ამ ორ ქალაქს აქვს. თუ რუსები მათ აღებას მოახერხებენ, შესაძლოა მათ მთელ რეგიონზე კონტროლი მოიპოვონ. ამას გარდა, სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსული ჯარი უკრაინული ჯარის ალყაში მოქცევას ცდილობს, რომლებიც აღმოსავლეთის ფრონტზე იბრძვიან.

ლისიჩანსკი და მდინარე სივერსკიზე მდებარე ქალაქი სევეროდონეცკი ძირითადი გზის ირგვლივ არის განლაგებული, რაც რუსული ჯარისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ახლა რუსული ჯარის მთავარი სამიზნე დონბასის რეგიონია, სადაც მისი თქმით რთული ვითარებაა.

„რუსული არმიის მთელი დარჩენილი ძალა, ახლა ამ რეგიონშია კონცენტრირებული. მათი სურვილია იქ ყველაფერი გაანადგურონ,“- თქვა ზელენსკიმ მიმართვის დროს.

რთული ვითარებაა კრამატორსკშიც, უკრაინული ქალაქი ფრონტის წინა ხაზთან უფრო ახლოს მდებარეობს, მძიმე ვითარებაა სლოვიანსკშიც, თუმცა ქალაქის დატოვება მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილმა ბოლო საათებში მოახერხა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით ქალაქის დაბომბვა რამდენიმე საათის განმავლობაში შეჩერებული იყო, რა დროსაც მოსახლეობამ ქალაქი დატოვა.

ევაკუაციის დროს ადგილობრივები ამბობენ, რომ ყველაფერი დაკარგეს და ახლა თავშესაფრის ძიებას იწყებენ. „ჩემი სახლი დაიბომბა, არაფერი გადარჩა,“_ ამბობს ვერა საფრონოვა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG