გავლენიანი ამერიკული მედიაგამოცემების ცნობით, გასულ თვეში, რუსული სარაკეტო კრეისერის, „მოსკვას“ჩაძირვაში, ამერიკა უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციით დაეხმარა.
„ნიუ-იორკ თაიმსისა“ და „ენბისის“ მიერ გავრცელებულს ინფორმაციას წინ უსწრებდა კიდევ ერთი ცნობა, რომლის მიხედვითაც, ბრძოლის ველზე მყოფი რუსი გენერლები, უკრინელთა სამიზნეში, ასევე ამერიკის სადაზვერვო ინფორმაციის დახარებით ხვდებიან.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ორ თვეზე მეტი ხნის გამავლობაში, რუსი გენერლების უჩვეულოდ დიდი რაოდენობა დაიღუპა. რვა მათგანიდ ლიკვიდაცია დადასტურებულია.
“ენბისი“-ს ცნობით, შავ ზღვაში, „მოსკვას“ ადგილმდებარეობის დადგენაში უკრაინაშ შეერთებული შტატები დაეხმარა, თუმცა „ვაშინგტონ პოსტისა“ და „თაიმსის“ ცნობით, ამერიკული მხარე არ იყო ინფორმირებული, უკრაინის გეგმების შესახებ.
„მოსკვა“, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი იყო, აპრილის შუა რიცხვებში, ცნობების მიხედვით უკრაინული ანტისახომალდო რაკეტების იერიშის შედეგად ჩაიძირა.
მოსკოვი ამ ვერსიას უარყოფს და მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ გემბანზე ხანძარი გაჩნდა.
კრემლს, ასევე საჯაროდ არ უღიარებია „მოსკვას“ ჩაძირვა, რასაც დაუდასტურებელი რაოდენობის მეზღვაურის დაღუპვა, ან დაკარგვა მოჰყვა.
პენტაგონის პრესსპიკერმა, 5 მაისს დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები, უკრაინულ ძალებს სამხედრო სადაზვერვო ინფორმაცია აწვდის.
მაგრამ ჯონ კირბიბ ასევე დაამატა: „ჩვენ არ ვაწვდით ბრძოლის ველზე, მაღალი რანგის სამხედრო ლიდერების ადგილმდებარეობის შესახებ და არ ვმონაწილეობთ, უკრაინელი სამხედროების სამიზნე გადაწყვეტილებებში.“