უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებამ ნაცისტების ლიდერის, ადოლფ ჰიტლერის ებრაული წარმოშობის შესახებ, აჩვენა, რომ მოსკოვმა დაივიწყა, ან არც არასდროს უსწავლია მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები.
"სიტყვები არ მაქვს... მოსკოვისგან არავის სმენია რაიმე უარყოფა და რაიმე გამართლება. ყველაფერი რაც იქიდან გვაქვს, არის სიჩუმე... ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ დაივიწყა მეორე მსოფლიო ომის ყველა გაკვეთილი", - განაცხადა ზელენსკიმ, რომელიც წარმოშობით ებრაელია. "ან იქნებ მათ არასოდეს უსწავლიათ ეს გაკვეთილები",- დაამატა პრეზიდენტმა თავისი ყოველდღიური მიმართვის დროს, რომელიც ორშაბათს, გვიან საღამოს გააკეთა.