ნიუ-იორკის მოსამართლემ ორშაბათს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სასამართლოს უპატივცემულობში დასდო ბრალი იმის გამო, რომ მან არ წარმოადგინა შტატის გენერალური პროკურორის მიერ წარმოებული გამოძიების მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები. ამის გამო მოსამართლემ ტრამპს დღეში 10,000 დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა, რომელიც იქამდე გაგრძელდება, სანამ ტრამპი გამოძიების მოთხოვნას არ შეასრულებს.
ტრამპმა ვერ შეძლო შტატის გენერალური პროკურორი ლატიშა ჯეიმსის სავალდებულო მოთხოვნის გაუქმება, რომლის თანახმადაც მას ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი უნდა წარმოედგინა. მოგვიანებით მისმა ადვოკატებმა ვადა 31 მარტამდე გააგრძელეს, თუმცა ვერც ამ ვადის დაკმაყოფილება მოხდა.
მოსამართლემ არტურ ენგორონმა განაცხადა, რომ იმის გამო, რომ ტრამპა „განმეორებით ვერ დააკმაყოფილა“ დოკუმენტების წარდგენა, ის ყოფილ პრეზიდენტს სასამართლოს უპატივისმცემლობის გამო აჯარიმებს.
"ბატონო ტრამპ, მე ვიცი, რომ თქვენ სერიოზულად უყურებთ თქვენს ბიზნეს საქმიანობას. მე ჩემსას ვუყურებ სერიოზულად“, მიმართა მოსამართლემ პრეზიდენტ ტრამპს, თუმცა თავად ტრამპი სასამართლო დარბაზში არ იმყოფებოდა.
ტრამპის გუნდი აცხადებს, რომ ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. ”ჩვენ პატივისცემით არ ვეთანხმებით სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას”, - თქვა მისმა ადვოკატმა ალინა ჰაბამ.