რუსულ ოკუპაციას ოლია ნარსია უკვე მეორედ გაექცა. ამჯერად, ახალი კახოვკიდან. პირველად 30 წლის წინ იქცა დევნილად, როდესაც სოხუმიდან გაქცევა მოუხდა. ცხოვრების მესამედ თავიდან დაწყებას ახლა ის საქართველოში, კონფლიქტის ზონის სიახლოვეს ცდილობს და ამბობს, რომ ოკუპაციას არ შეეგუება.