ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა აღმოსავლეთში თავდასხმებს იგერიებს


უკრაინის ჯარებმა მოიგერიეს რამდენიმე რუსული თავდასხმა ქვეყნის აღმოსავლეთში, განაცხადა ორშაბათს ბრიტანულმა დაზვერვამ, ხოლო პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ათასობით რუსი ჯარისკაცი იკრიბებოდა ახალი შეტევისთვის.

უკრაინის ჯარებმა, ქვეყნის აღმოსავლეთში, რამდენიმე რუსული თავდასხმა მოიგერიეს. ამის შესახებ ინფრომრაცის ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს.

რუსული ძალები ასევე ცდილობენ კონტროლის დამყარებას სამხრეთში მდებარე საპორტო ქალაქ მარიუპოლზე.

“ათობით ათასი დაღუპულია, მაგრამ ამის მიუხედავად, რუსები არ წყვეტენ თავდასხმას“, - განუცხადა ზელენსკიმ სამხრეთ კორეის პარლამენტს ვიდეო მიმართვისას.

რუსულმა ძალებმა შეწყვიტეს დედაქალაქ კიევის აღების მცდელობა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. მაგრამ აორმაგებენ ძალისხმევას უკრაინის აღმოსავლეთში. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსული დაბომბვა დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებში კვლავ გაგრძელდა.

უკრაინული დაზვერვის ინფრომაციით, უკრაინულმა ძალებმა შეძლო რამდენიმე თავდასხმა და გაანადგურა რუსული ტანკები, მანქანები და საარტილერიო ტექნიკა.

დღეს დილით, ძლიერი აფეთქებები მოხდა სამხრეთ და აღმოსავლეთ ქალაქებში, ისმის საჰაერო თავდასხმის მომასწავლებელი განგაშის ხმები.

რუსეთის მიერ 24 თებერვალს დაწყებული ომის შედეგად, უკრაინის 44 მილიონიანი მოსახლეობის, დაახლოებით, მეოთხედი იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა. რუსული ძალების თავდასხმის შედეგად, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაშავდა.

XS
SM
MD
LG