ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა, სადაც ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ლონდონის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი დიდი ბრიტანეთის მხრიდან "სოლიდარობის ჩვენება" არის.
ჯონსონის ოფისმა 9 აპრილს გაავრცელა ცნობა, რომ პრემიერ-მინისტრი ზელენსკის ხვდება "უკრაინელ ხალხთან სოლიდარობის ჩვენების" მიზნით, და ორი ლიდერი განიხილავს "ბრიტანეთის ხანგრძლივ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე".
მას შემდეგ, რაც უკრაინის დედაქალაქის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსეთის ჯარი გავიდა, ჯონსონი კიევში ჩასული ყველაზე მაღალი რანგის სტუმარია. კიევში ჯონსონამდე ევროკავშირის დელეგაცია იმყოფებოდა.